Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიწების დაკანონების მოთხოვნით ბობოყვათში სარკინიგზო მიმოსვლა შეაფერხეს


მიწების დაკანონების მოთხოვნით ბობოყვათში სარკინიგზო მიმოსვლა შეაფერხეს. ამ მიზეზით ერთი საათით იყო გაჩერებული ბათუმი-თბილისის მატარებელიც.

მოძრაობის შეფერხების გამო პოლიციამ აქციის ოთხი მონაწილე დაუმორჩილებლობისა და ხულიგნობის მუხლებით დააკავა.

სარკინიგზო ხაზის გადაკეტვის გადაწყვეტილება აქციის მონაწილეებმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ჯაბა ფუტკარაძესთან უშედეგო შეხვედრის შემდეგ მიიღეს. ფუტკარაძე მათ ბათუმში გუშინ, 18 ივნისს შეხვდა.

ათეულობით ოჯახი მოითხოვს მიწების დაკანონებას ბობოყვათში ზღვისპირა ზოლში, რომელიც, მათივე განცხადებით, მათ წინაპრებს ეკუთვნოდათ, ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ კი გასული საუკუნის დასაწყისში ჩამოართვა. ახლა 28 ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაა, ადგილობრივი ხელისუფლება კი მის გასხვისებას აუქციონის წესით საინვესტიციო პირობით აპირებს. აქციის მონაწილეები გამოცხადებული აუქციონის გაუქმებას ითხოვენ.

XS
SM
MD
LG