ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის განცხადებით, ბათუმსა და თბილისში რესტორან "რეტროსა" და "რეტრო 2-ს" სამუშაო პროცესი შეუჩერდა და დამატებით 30 000 ლარით დაჯარიმდნენ.
უწყების განცხადებით, მათ შეამოწმეს კომპანიის 3 ობიექტი და აღმოაჩინეს უსაფრთხოების ნორმების დარღვევისა და არასათანადო სამუშაო პირობების ფაქტები.
ინსპექციამ ასევე დაავალდებულა კომპანია, სრულად აუნაზღაუროს თანამშრომლებს სახელფასო დანაკლისი - როგორც ზეგანაკვეთური, ასევე კუთვნილი შვებულების ფულადი ანაზღაურების სახით.
ასევე ნახეთ "რეტროს" სამზარეულოს მუშაობა კრიტიკული დარღვევების მიზეზით შეუჩერდაშრომის ინსპექცია რესტორნის შესამოწმებლად შევიდა მისი მფლობელის თანამშრომელზე ძალადობის ბრალდებით დაკავების შემდეგ. "რეტრო", რომელიც "აჭარული ხაჭაპურით" არის ცნობილი, დილიდან არ გახსნილა.
პოლიციამ "რეტროს" მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე მიმტანზე ძალადობის ბრალდებით 4 ივნისის ღამეს დააკავა.
ასევე ნახეთ რესტორანი "რეტრო" დილიდან დაკეტილია - იქ შრომის ინსპექციაა შესულიდაკავებას წინ უსწრებდა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოკადრები, რომლებშიც ასახული იყო რესტორნის მფლობელსა და თანამშრომლებს შორის კომუნიკაცია. კადრები ერთ-ერთმა თანამშრომელმა გადაიღო. მათი ინფორმაციით, თეიმურაზ ვარშანიძემ სამსახურიდან 25 ადამიანი გაათავისუფლა. ვიდეო დაახლოებით 3-წუთიანია, იგი სრულდება უკმაყოფილო თანამშრომელზე ძალადობით.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს.
ამავდროულად, ადვოკატი ლევან მახარაშვილი, რომელიც მიმტანის ცემისთვის დაკავებული თემურ ვარშანიძის ინტერესებს იცავს, რესტორან „რეტროს“ თანამშრომლებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.