„ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა და მხარდამჭერებმა კლინიკა „ვივამედთან” აქცია ჩაატარეს პატიმრობაში მყოფი საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილთან უკვე რამდენიმე თვეა, რაც არ უშვებენ პარლამენტის წევრებს და მოითხოვა, რომ მათ ამის შესაძლებლობა მიეცეთ.
ასევე ნახეთ სააკაშვილი: მე აქ სამკურნალოდ არ ჩამოვსულვარ. თავი გავწირე ქვეყნის გადასარჩენადმისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება აუცილებელია, რადგან მას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს საქართველოს დეოკუპაციაში მას შემდეგ, რაც უკრაინა გაიმარჯვებს ომში რუსეთთან.
ლევან ხაბეიშვილი ასევე გამოეხმაურა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილს პატიმრობაში ყოფნა, შესაძლოა, ელექტრონული სამაჯურის ტარებით შეუცვალონ და თქვა: „პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი. სალომე ზურაბიშვილს ეს ინსტრუმენტი აქვს, პრეზიდენტ სააკაშვილს შესაწყალებელი კი არ აქვს რამე, სალომემ მისი უფლებამოსილება უნდა გამოიყენოს და გაათავისუფლოს პუტინის საამებლად დაკავებული პრეზიდენტი - ეს არის ჩემი დამოკიდებულება. არ ვეთანხმები იმას, რომ თურმე, ვიღაცას რაღაცა სამაჯური უნდა ეკეთოს და ა.შ. პრეზიდენტ სააკაშვილს ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი გაუკეთებია იმისთვის, რომ სამაჯურით არ იაროს“.
ასევე ნახეთ ბეჟაშვილის განცხადებით, პრეზიდენტი უნდა გადავიდეს აქტიურ პოლიტიკურ ქმედებებზე„ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ აქციებს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით ყოველდღე გამართავენ.