2-3 ივნისს პარლამენტის შენობის წინ დაკავებული აქციის მონაწილეების გათავისუფლება მოითხოვენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. ერთობლივ განცხადების ავტორთა ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული არასრულწლოვანია. ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება „არარად აცხადებს გამოხატვის თავისუფლების ძირითად უფლებას". როგორც ისინი აღნიშნავენ, სისტემა ცდილობს საპოლიციო კონტროლს დაუქვემდებაროს მშვიდობიანი შეკრების მონაწილეები.
„ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, მტკიცე მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს პარლამენტთან დაკავებულ უფლებადამცველებს, რომლებიც გაბედულად იბრძვიან გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი შეზღუდვების წინააღმდეგ. ამ ღამით პოლიციამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სრულიად თვითნებურად, უკანონოდ და მკვეთრად აგრესიული მანერით დააკავა მშვიდობიანი შეკრების 7 მონაწილე. დაკავებულთა შორის არიან საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის თავმჯდომარე - ედუარდ მარიკაშვილი, ღია საზოგადოების ფონდის თანამშრომელი - საბა ბრაჭველი, აქტივისტი - ნიკა რომანაძე და სხვები. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ერთ-ერთი დაკავებული პირი არასრულწლოვანია.
შემაშფოთებელია, რომ ქართული საზოგადოება ხდება ამგვარი ნეგატიური ტენდენციის მოწმე, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს და, ფაქტობრივად, არარად აცხადებს გამოხატვის თავისუფლების ძირითად უფლებას. ადმინისტრაციული დაკავებების თვითნებური პრაქტიკით კი სისტემა ცდილობს საპოლიციო კონტროლს დაუქვემდებაროს მშვიდობიანი შეკრების მონაწილეები და ორგანიზატორები, რაც მოქალაქეების თვითორგანიზების დასუსტებას, საზოგადოების დაშინებასა და აქტივისტების შევიწროებას ისახავს მიზნად", - ვკითხულობთ განცხადებაში.
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ:
- შინაგან საქმეთა სამინისტროს - დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს დაკავებულები და შეწყვიტოს უკანონო დაკავებების პრაქტიკა;
- სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს - შეისწავლოს მშვიდობიანი აქტივისტების უკანონო დაკავების და სამართალდამცველების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები;
- საქართველოს სახალხო დამცველს, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის განმახორციელებელს - იმოქმედოს მისი მანდატით გათვალისწინებული მექანიზმებით და, მათ შორის, განახორციელოს შეკრების და გამოხატვის თავისუფლების, დაკავებულთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგი ადგილზე;
- Საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას - გამოეხმაუროს ადვოკატების უფლებადარღვევების შემთხვევებს.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
- საქართველოს სასამართლოს გუშაგი
- დემოკრატიის მცველები
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი
- სალამი
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
- ღია საზოგადოების ფონდი
- ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) - საქართველო
- საერთაშორისო- გამჭვირვალობა საქართველო
- მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)
- უფლებები საქართველო
- საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
- მედიაომბუდსმენი
- პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
- ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
- საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
- ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი, WISG
- წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი -GCRT
- მედიის განვითარების ფონდი
2 ივნისს პარლამენტის შენობის წინ დაკავებულ ადვოკატ შოთა თუთბერიძეს ხელში ჰქონდა პლაკატი წარწერით: „ირა...ლი". ამავე სიტყვას სკანდირებდნენ ის მყოფი დემონსტრანტები.
2 ივნისს ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი თბილისის საქალაქო სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა.
ასევე ნახეთ სასამართლომ ბექა გრიგორიადისი 2000 ლარით დააჯარიმა1 ივნისს, ღამით, პარლამენტის შენობის უკან პოლიციამ კარვის გაშლის უფლება კვლავ არ მისცა ბექა გრიგორიადისს. ის იმ დროს დააკავეს, როცა სცადა ჩანთის გახსნა და კარვის ამოღება.
გრიგორიადისს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებოდნენ, რაც გულისხმობს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ აქციის მონაწილის მხრიდან კარვის გაშლა გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება. ასე ეხმიანება ომბუდსმენი გუშინ, 1 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან სწორედ ამ ქმედებისთვის ბექა გრიგორიადისის, მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისის მამის, დაკავებას.