რვა წლით თავისუფლებააღკვეთილი ბელარუსი ბლოგერი პრატასევიჩი აცხადებს, რომ შეიწყალეს

რამან პრატასევიჩი

ტელეგრამის ოპოზიციური არხის ყოფილი რედაქტორი, ბელარუსი ბლოგერი რამან პრატასევიჩი 22 მაისს აცხადებს, რომ შეწყალებულია. მას რამდენიმე კვირის წინ 8 წლით მიუსაჯეს პატიმრობა. რომან პრატასევიჩი ბელარუსში 2021 წლის მაისში დააპატიმრეს მას მერე, რაც თვითმფრინავი, რომლითაც მგზავრობდა, აიძულეს მინსკში დაფრენილიყო.

პრატასევიჩს მინსკის სასამართლომ 3 მაისს გამოუტანა რვაწლიანი პატიმრობის განაჩენი, მის თანაგანსასჯელებს - სტსიაპან პუტსილას და იან რადზიკს, რომლებიც დაუსწრებლად გაასამართლეს - შესაბამისად 19 და 20 წლით მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა. მათთვის წაყენებული ბრალდებები უკავშირდებოდა იმ საპროტესტო აქციების ინტერნეტში გაშუქებას, რომლებიც მოჰყვა კამათის საგნად ქცეულ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებს.

ასევე ნახეთ

“პირველი ტერორისტი ჟურნალისტი ისტორიაში” ევროკავშირი ბელარუსს საჰაერო იზოლაციაში აქცევსპრატასევიჩის „აღიარება“ - საბჭოთა კაგებეს ხელწერა, რომლისაც არავის სჯერა"საჰაერო მეკობრეობა",  "ამაზრზენი აქტი"  - ვინ როგორ აფასებს ლუკაშენკას მიერ ჟურნალისტის დაპატიმრების ოპერაციასმინსკისგან ახსნა-განმარტებას მოითხოვენ ავიარეისის კურსის შეცვლისა და ჟურნალისტის დაპატიმრებისთვის