ნავალნი ცხრა თვის განმავლობაში მე-16-ჯერ მოათავსეს სადამსჯელო საკანში

ალექსეი ნავალნი

პატიმრობაში მყოფი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი გასულ წლის აგვისტოს შემდეგ მე-16-ჯერ მოათავსეს სადამსჯელო, სამარტოო საკანში, ამის შესახებ ინფორმაციას 22 მაისს ავრცელებს ნავალნის მოკავშირე, უცხოეთში მცხოვრები ივან ჟდანოვი.

უცნობია, ამჯერად რა ბრალდებით მოხვდა კრემლის ხმამაღალი კრიტიკოსი სადამსჯელო საკანში. ნავალნიმ, რომელიც სადამსჯელო საკანში თავისი გადაყვანის ყველა შემთხვევას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს, სამარტოო საკანში, საერთო ჯამში, 165 დღე დაჰყო.

ასევე ნახეთ

კოლონიაში მყოფი ნავალნი მე-15-ჯერ მოათავსეს სადამსჯელო საკანში 2 წელი ნავალნის დაპატიმრებიდან - რუსების გაშვებული შანსი? ნავალნი ჰყვება, როგორ ნადგურდება მისი საკვებინავალნის ერთი დღე მისცეს სისხლის სამართლის საქმის 700 გვერდის წასაკითხად