ლუგანსკში, ფრონტის ხაზიდან მოშორებით, რუსეთის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე, ორშაბათს აფეთქების შედეგად დაიჭრა რუსეთის მიერ დანიშნული შსს-ის ხელმძღვანელი ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკაში, იგორ კორნეტი, იუწყებიან რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები.
აფეთქება მოხდა სილამაზის სალონში. დაიჭრა კიდევ რამდენიმე ადამიანი. კორნეტი, რომელიც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების შსს-ს 2014 წლიდან ხელმძღვანელობს, მძიმე მდგომარეობაშია.
დილით ლუგანსკში ორი აფეთქება მოხდა ავტოსადგურთან - ამის შესახებ რუსეთის მიერ დანიშნულ მმართველებზე დაყრდნობით იუწყება სააგენტო "ტასი". არსებული ინფორმაციით, დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, მსხვერპლის შესახებ ცნობილი არ არის.