საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ "ევროპის დღეების" ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებაზე შეკრებილებს ქართულად მიმართა და თქვა, რომ საქართველოს ისტორიული შანსი აქვს, რომ ერთიანი, უსაფრთხო და ეკონომიკურად ძლიერი ევროპული ოჯახის წევრი გახდეს.
„ჩვენ "ევროპის დღეს" აღვნიშნავთ, ამ დღეს საქართველო ევროპული პერსპექტივით ხვდება, ეს დიდი წარმატებაა. შემდეგი ეტაპი კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა, რაც კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან. ამ მიზანს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს“, - განაცხადა ელჩმა.
ასევე ნახეთ ევროპის დღის აღსანიშნავად მისულ სტუმრებს EU-ს ელჩმა ქართულ ენაზე მიმართაშეკრებილებს მიმართა შვედეთის ელჩმა საქართველოში ულრიკ ტიდესტრომმაც. მან თქვა, რომ შვედეთისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. „საქართველოს ევროპული გზა ისეთივე მნიშვნელოვანია შვედეთისთვის, როგორც მისი თავმჯდომარეობა ევროკავშირში. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ერთად უფრო ძლიერები ვართ. გვჭირდება უფრო მეტი საქართველო როგორც შვედეთში, ასევე ევროკავშირში“, - განაცხადა შვედეთის ელჩმა.
ასევე ნახეთ კარგად გვესმის, რომ სტატუსის მინიჭება არის სიმბოლური აქტი - ღარიბაშვილი EU-ის დღეებზეღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც. მან შეკრებილებს ასე მიმართა: „მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ეს დღეები "ევროპის დღეებს" აღვნიშნავთ. გუშინ ელჩებთან ერთად აღვნიშნეთ "ევროპის დღეების" ოფიციალურად გახსნა. ასევე იცით, რომ გუშინ აღვნიშნეთ "ესპანური დღე", ვინაიდან, ესპანეთი ევროკავშირის თავმჯდომარეობას ივლისიდან ოფიციალურად გადაიბარებს. მანამდე, როგორც იცით, შვედეთი არის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა. დღეს უკვე "შვედეთის დღე" შემოგთავაზეთ.“
„დღეს გველის შვედური საღამო, თავისი კულტურული ელემენტებით. კიდევ ერთხელ მადლობა და გისურვებთ სასიამოვნო საღამოს გატარებას“, - თქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.