ალიევთან სატელეფონო საუბარში ბლინკენი გამოვიდა ლაჩინის დერეფნის გახსნის მოწოდებით

ენტონი ბლინკენი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა 30 აპრილს აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან, გამართულ სატელეფონო საუბარში აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, კომერციული და კერძო მანქანებისთვის ლაჩინის დერეფანი რაც შეიძლება მალე გაიხსნას.

სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის, მეთიუ მილერის თქმით, ბლინკენმა გამოხატა აშშ-ის ღრმა შეშფოთება აზერბაიჯანის მხრიდან დერეფანთან გამშვები პუნქტის ამუშავებაზე და თქვა, რომ ეს ძირს უთხრის სამშვიდობო პროცესისთვის ნდობის დამყარების ძალისხმევას. ბლინკენმა ხაზი გაუსვა სამშვიდობო მოლაპარაკების მნიშვნელობას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის და თქვა, რომ აშშ ამ პროცესს კვლავაც დაუჭერს მხარს, ნათქვამია მილერის განცხადებაში.

ასევე ნახეთ აზერბაიჯანის დროშა აღმართეს სომხეთთან მთიანი ყარაბაღის დამაკავშირებელ გზაზე