სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს ბრიუსელში 31 მაისს მიმართავს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობთ, ევროპარლამენტთან მიღწეული შეთანხმებით, სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტს ბრიუსელში 31 მაისს მიმართავს. ამ საკითხზე საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას, ოფიციალური წერილი 27 აპრილს მიიღო.

ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით თანხმობის მისაღებად საქართველოს პრეზიდენტის წერილი მთავრობას დღეს გაეგზავნა.

ასევე ნახეთ 13-წლიანი პაუზის შემდეგ - პრეზიდენტის ჩაშლილი ვიზიტი ევროპარლამენტში

სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის წინაშე გამოსვლას 18 აპრილს აპირებდა, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მიმართვა გადაიდო. პრეზიდენტმა ამის მიზეზად მთავრობის მხრიდან თანხმობის მიღების პროცესის ხელოვნურად გაჭიანურება დაასახელა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ კი განმარტა, რომ პრეზიდენტის ვიზიტზე წერილობითი თანხმობა გასცა და მისი ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მცდარია. მათ დაასახელეს თარიღები, როდესაც პრეზიდენტს ვიზიტზე თანხმობა წერილობით მისცეს.

ასევე ნახეთ მთავრობის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ სტრასბურგში პრეზიდენტის ვიზიტზე თანხმობა გაცემული აქვს
ასევე ნახეთ ზურაბიშვილი ევროპარლამენტში მიმართვის გადადების მიზეზად მთავრობის მხრიდან თანხმობის გაჭიანურებას ასახელებს

საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტს ბოლოს 13 წლის წინ მიმართა.