საპარლამენტო უმრავლესობამ "მოსამართლეებისადმი სოლიდარობის" ნიშნად 19 აპრილის სხდომაზეც არ გაიარა რეგისტრაცია კენჭისყრის დაწყებამდე - შესაბამისად, პროცედურულად ისევ არ დადგა მოსამართლეთა საქმიანობაზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი, რასაც ოპოზიციიდან ხმების საკმარისი რაოდენობა აქვს.
რეგისტრაციის დაწყებამდე დეპუტატებს მიმართა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
ასევე ნახეთ "სასამართლოს გუშაგი" "ოცნების" გადაწყვეტილებას მოსამართლეებზე ზეწოლის მცდელობად აფასებს"კოლეგებო, ჩვენ ისევ ვუცხადებთ მხარდაჭერას სასამართლოს დამოუკიდებლობას და სოლიდარობას ქართველ მოსამართლეებს და აქედან გამომდინარე, დღესაც, რა თქმა უნდა, საპარლამენტო უმრავლესობა არ გაივლის რეგისტრაციას", - თქვა კობახიძემ.
ასევე ნახეთ რა ვიცით აშშ-ში სანქცირებული ქართველი მოსამართლეების შესახებმოსამართლეთა საქმიანობის შემსწავლელი კომისიის საკითხის კენჭისყრაზე გასატანად აუცილებელი იყო რეგისტრაცია გაევლო დეპუტატების ნახევარზე მეტს, რაც შეუძლებელი იყო საპარლამენტო უმრავლესობის გარეშე.
საგამოძიებო კომისიის შესაქმნელად მინიმუმ 50 ხმა იყო საჭირო, რაც, სხდომის გახსნის შემთხვევაში, ოპოზიციას ჰქონდა.
მმართველი პარტია წინააღმდეგია პარლამენტში შეიქმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც მოსამართლეთა საქმიანობას შეისწავლის.
ასევე ნახეთ აშშ-მა საქართველოს 4 მოსამართლეს სანქციები დაუწესა"ამ წარმოუდგენელ ამბავს არ გაგატანინებთ", - თქვა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გუშინდელ, 18 აპრილის, პლენარულ სხდომაზე, როცა საპარლამენტო უმრავლესობამ იმავე მიზეზით ასევე არ გაიარა რეგისტრაცია.
ასევე ნახეთ მოსამართლეების მხარდაჭერის ნიშნად "ოცნებამ" პარლამენტში რეგისტრაცია არ გაიარა - საგამოძიებო კომისიის საკითხს კენჭი ვერ უყარესმოსამართლეთა საქმიანობის შემსწავლელი დროებითი კომისიის შექმნის იდეა საპარლამენტო ოპოზიციას ეკუთვნის. ეს ის გამონაკლისი შემთხვევაა, როცა მათ ერთიანი პოზიცია აქვთ.
"[კომისია] შეისწავლის სასამართლო სისტემაში არსებულ კორუფციულ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს, სისტემურად მიუდგება ამ პრობლემებს. გთავაზობთ როგორც ოპოზიციას, ასევე უმრავლესობას, ამ კომისიაში ერთობლივად ვიმუშაოთ, რადგან განსაკუთრებით აქტუალური გახდა ეს თემა. სამოქალაქო საზოგადოების მხრიდანაც არაერთი განცხადება გაკეთდა. სანქციებს, რომელიც აშშ-მა დაუწესა სამ მოქმედ და ერთ ყოფილ მოსამართლეს, სახელმწიფომ უნდა უპასუხოს", - თქვა 18 აპრილის სხდომაზე საკითხის წარდგენისას ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ.