პოლონეთი: უკრაინის მარცვლეულის აკრძალვა შეეხება სატრანზიტო საქონელს

სატვირთო მანქანა მარცვლეულის მოსავლის აღებისას, უკრაინა, ოდესის რეგიონი, 2022 წლის ივლისი

პოლონეთმა 16 აპრილს განაცხადა, რომ უკრაინის მარცვლეულისთვის და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქციისთვის დაწესებული აკრძალვა შეეხება მხოლოდ იმ საქონელს, რომელიც პოლონეთის ტერიტორიაზე გაივლის.

პოლონეთმა და უნგრეთმა ერთი დღით ადრე გამოაცხადეს ამგვარი იმპორტის აკრძალვის შესახებ, ადგილობრივი ფერმერების ფასების ვარდნისგან დასაცავად, რასაც მიწოდების გაზრდა იწვევს.

პოლონეთის განვითარებისა და ტექნოლოგიის მინისტრმა, ვალდემარ ბუდამ ტვიტერით დაწერა, რომ ორი მხარე მოლაპარაკებას გამართავს იმის უზრუნველსაყოფად, რომ სატრანზიტო საქონელი პოლონეთში არ დარჩება.

კიევმა 16 აპრილს განაცხადა, რომ აკრძალვა არღვევს მოქმედ ორმხრივ შეთანხმებებს.

მინისტრების შეხვედრა 17 აპრილს გაიმართება.

ასევე ნახეთ ევროკომისია: მიუღებელია პოლონეთისა და უნგრეთის გადაწყვეტილება უკრაინული ხორბლის იმპორტის შეჩერებაზე
ასევე ნახეთ ადგილობრივი ფერმერების დასაცავად პოლონეთმა აკრძალა უკრაინული მარცვლეულის და სხვა საკვების იმპორტი