პოპულარული რუსი მომღერალი ალა პუგაჩოვა დაემატა იმ მუსიკოსების და მსახიობების რიცხვს, რომელთა საქმიანობის შესწავლას ითხოვენ რუსეთის გენერალური პროკურატურისგან.
სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასის“ ცნობით, რუსეთის გენერალურ პროკურორ იგორ კრასნოვს განცხადებით მიმართა საზოგადოებრივი ორგანიზაციის, „უსაფრთხოების და კორუფციასთან ბრძოლის ფედერალური პროექტის“ ხელმძღვანელმა ვიტალი ბოროდინმა. ის კრასნოვისგან ითხოვს, შეისწავლოს ამჟამად ისრაელში მცხოვრები ალა პუგაჩოვას მიერ უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის შესაძლო, ფინანსური დახმარების გაწევა.
ბოროდინი წერს, რომ პუგაჩოვა განაგრძობს უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ კრიტიკას და მხარს უჭერს კულტურის და ხელოვნების იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც რუსეთი დატოვეს, „სპეცოპერაციას“ აკრიტიკებენ და უკრაინას ფინანსურად ეხმარებიან. ბოროდინი ირწმუნება, რომ ალა პუგაჩოვას „კავშირი აქვს დასავლეთის სპეცსამსახურებთან“.
ასევე ნახეთ რუსეთში მოითხოვეს მსახიობ ლია ახეჯაკოვას დასჯა "სახელმწიფო ღალატისთვის" ასევე ნახეთ რუსეთში მოითხოვენ უკრაინის მხარდაჭერის გამო ქონება ჩამოართვან მომღერალ სოფია როტარუსალა პუგაჩოვამ და მისმა ქმარმა, კომიკოსმა მაქსიმ გალკინმა რუსეთი დატოვეს უკრაინაში რუსული არმიის შეჭრის შემდეგ. რამდენიმე თვის წინ რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ გალკინი "უცხოეთის აგენტების" რეესტრში შეიყვანა. პუგაჩოვამ სამინისტროს მიმართა, რომ ისიც აგენტად გამოაცხადონ.