თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქცია საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის ჰიმნებით დასრულდა. აქცია, რომლის სლოგანი იყო "ერთად ევროპაში", პარტიის ახალგაზრდული ფრთის გამოსვლებით დაიწყო და პოლიტიკოსების მიმართვებით გაგრძელდა.
ასევე ნახეთ მარგველაშვილი: ჩვენ მიგვაჩნია ეს ხელისუფლება პრორუსულ მთავრობადენმ-ის ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა აქციის მონაწილეებს ხელისუფლებისადმი 4 მთავარი მოთხოვნა გააცნო და ოპოზიციას თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
ასევე ნახეთ ლევან ხაბეიშვილმა აქციის მონაწილეებს მოთხოვნები გააცნომიტინგზე ასევე კვლავ გაისმა "სოხუმი! ცხინვალი!", რამაც 7-9 მარტის აქციებისას ოკუპირებულ აფხაზეთში შეშფოთება გამოიწვია.
ასევე ნახეთ პარლამენტთან აქციაზე ისევ გაისმა "სოხუმი! ცხინვალი!"