პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, სადაც დღეს ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტების განხილვაა დღის წესრიგით გაწერილი, ხმაური და დაპირისპირებაა. კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა კოლეგების პროტესტისა და შეძახილების გამო ორჯერ გამოაცხადა ტექნიკური შესვენება, გაფრთხილება მისცა ათამდე დეპუტატს და საბოლოოდ მანდატურებს სთხოვა, დარბაზიდან გაეყვანათ ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ვაშაძე.
"ეს რუსული კანონია", "დასახელება შეგეშალათ," მომხსენებელი იტყუება, ეს რუსული კანონია" - ისმოდა დარბაზში ოპოზიციონერი დეპუტატების რეპლიკები. პარლამენტარებს შენიშვნები ჰქონდათ რეგლამენტის დარღვევასთან დაკავშირებითაც.
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა "უსამშობლო კაცი" უწოდა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს.
ასევე ნახეთ "ეკლესიის მაგინებელი ჯაშუშები", "უსამშობლო მოღალატეები" - თბილისში ახალი პლაკატები გამოჩნდაპარლამენტის იურიდიული კომიტეტიდან შეფერხებებით მუშაობს ლაივსიგნალიც - დარბაზში ხმაურის გაძლიერებისას სიგნალი ითიშება ან ხმა ქრება. გაძლიერებული დაცვის ზომებია მიღებული თავად შენობაშიც - იურიდიულ საკითხთა კომიტეტისკენ მიმავალი დერეფანი გადაკეტილია. ჟურნალისტებს დარბაზში შესვლის საშუალება არ ეძლევათ.
ასევე ნახეთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტამდე მისასვლელი დერეფანი გადაკეტილიაპარლამენტში "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონპროექტების განხილვის პარალელურად აქცია იმართება პარლამენტის შენობასთან.
ასევე ნახეთ "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტების წინააღმდეგ პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს