სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, 2 მარტს პარლამენტის შენობასთან „უცხოური გავლენის აგენტების" შესახებ კანონპროექტების გასაპროტესტებლად გამართული აქციის ორი მონაწილის მიმართ.
„საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარედ გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეების ბ.გ-ს და ნ.ნ-ს მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად", - ვკითხულობთ განცხადებაში.
2 მარტს გამართულ აქციაზე პოლიციამ 36 ადამიანი, მათ შორის ორი ჟურნალისტი დააკავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების საფუძვლით. მათგან 7 იმავე საღამოს გაათავისუფლეს.
დაკავებულების უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაციები "სოციალური სამართლიანობის ცენტრი", "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" და "უფლებები საქართველო" იცავენ. ყველა ამ ორგანიზაციას, ინიციირებული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, უცხოური გავლენის აგენტად დარეგისტრირება მოუწევს.
ასევე ნახეთ 10-ზე მეტი NGO შსს-ს მიმართავს, "შეწყვიტოს აქტივისტებისა და ჟურნალისტების დაკავების გაუმართლებელი პრაქტიკა" ასევე ნახეთ ამ დრომდე პატიმრობაშია 2 მარტს პარლამენტთან დაკავებული 29 ადამიანიკანონპროექტების მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრის ამავე სახელწოდების ბაზაში.
ასევე ნახეთ "ხალხის ძალის" მიერ ინიციირებულ ორივე კანონპროექტს "აგენტების" შესახებ ორმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა ასევე ნახეთ ვინ ჩაითვლება "უცხოური გავლენის აგენტად" - "ხალხის ძალის" კანონპროექტი ასევე ნახეთ ნედ პრაისი: "უცხოეთის აგენტების" შესახებ ქართული კანონპროექტები განსხვავდება აშშ-ის კანონდებლობისგან