გუშინ, 2 მარტს, პარლამენტის შენობასთან დაკავებული 29 ადამიანი ამ დრომდე პატიმრობაში რჩება. როგორც რადიო თავისუფლებას მათ უფლებადამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებში განუცხადეს, სასამართლო პროცესები ჯერ არ დანიშნულა.
საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილის ("ხალხის ძალის") მიერ ინიციირებული კანონპროექტები, რომლებიც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებისგან დაფინანსებულ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებს უცხოური გავლენის აგენტებად რეგისტრაციას დაავალდებულებს, გუშინ განიხილეს პარლამენტში ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე. სწორედ ამ პროცესის გასაპროტესტებლად შეიკრიბა პარლამენტის შენობასთან რამდენიმე ათეული ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტების ნაწილი. ისმოდა შეძახილები - "მონა".
ასევე ნახეთ პოლიციამ გამოცემა „პუბლიკის" დირექტორი ზურა ვარდიაშვილი დააკავა ასევე ნახეთ პარლამენტთან აქციაზე "ტაბულის" ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილიც დააკავესპოლიციამ 36 ადამიანი, მათ შორის ორი ჟურნალისტი დააკავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების საფუძვლით. მათგან 7 იმავე საღამოს გაათავისუფლეს.
ასევე ნახეთ შსს-ს განცხადებით, პარლამენტთან გამართულ აქციაზე 36 პირი დააკავესდაკავებულების უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაციები "სოციალური სამართლიანობის ცენტრი", "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" და "უფლებები საქართველო" იცავენ. ყველა ამ ორგანიზაციას ინიციირებული ორი კანონპროექტიდან ერთ-ერთის მიღების შემთხვევაში უცხოური გავლენის აგენტად დარეგისტრირება მოუწევს.
ასევე ნახეთ "ხალხის ძალის" მიერ ინიციირებულ ორივე კანონპროექტს "აგენტების" შესახებ ორმა კომიტეტმა მხარი დაუჭირაასევე ნახეთ "ქართულ ოცნებას" ეშინია ევროპის, თავისუფლების - "სამოქალაქო იდეა" "ხალხის ძალის" კანონზე ასევე ნახეთ NGO-ების "აგენტებად" მოხსენიება დისკრედიტაციის კამპანიის ლოგიკური გაგრძელებაა - IDFI "ხალხის ძალის" კანონპროექტზე
კანონპროექტების მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური გავლენის აგენტად" მოიაზრება, ვალდებულია დარეგისტრირდეს საჯარო რეესტრის ამავე სახელწოდების ბაზაში.
ასევე ნახეთ ვინ ჩაითვლება "უცხოური გავლენის აგენტად" - "ხალხის ძალის" კანონპროექტისაქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ეს არის "რუსული კანონი, რომლის მიზანია ორგანიზაციების სტიგმატიზება, გააჩუმოს განსხვავებული აზრი, განსხვავებული შეხედულება და ამავდროულად ხელი შეუშალოს ქართველებს, საზოგადოების სხვა წევრების დახმარების გაწევა გააგრძელონ".
ასევე ნახეთ ეს რუსული კანონია - დეგნანი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე