ტელეკომპანია CNN-მა კლინიკა „ვივამედიდან“ მიხეილ სააკაშვილის ახალი კადრები გაავრცელა, რომელშიც, სავარაუდოდ, გონების დაკარგვის ეპიზოდები მოჩანს. გავრცელებული ვიდეოს ერთ ეპიზოდში ექსპრეზიდენტი პალატაში შედის, შემდეგ წონასწორობას კარგავს და საწოლთან ახლოს ეცემა, მეორე ეპიზოდში კი საწოლიდან ვარდება, ხოლო ექთნები მის დახმარებას ცდილობენ.
ვიდეოები 2022 წლის 4 და 6 ოქტომბრით თარიღდება და CNN-ს სააკაშვილის ამერიკელმა ადვოკატმა, მასიმო დანჯელომ მიაწოდა.
ტელეკომპანიასთან ინტერვიუში ადვოკატი აცხადებს, რომ სასწრაფოდ უნდა მოხდეს ექსპრეზიდენტის სამკურნალოდ გადაყვანა, რადგან უკვე არსებობს სერიოზული რისკი, რომ ის მკურნალობის შემთხვევაშიც ვეღარ გამოჯანმრთელოდება.
პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდან კლინიკა "ვივამედშია". როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება.
6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.
ასევე ნახეთ მატეუშ მორავეცკი სააკაშვილის სამკურნალოდ პოლონეთში გადაყვანის ინიციატივით გამოდის