რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვანგერის“ დამაარსებელი ევგენი პრიგოჟინი ირწმუნება, რომ შეწყვიტა უკრაინასთან საომრად გასაგზავნად პატიმრების დაქირავება.
პრიგოჟინის განცხადება მის პრესსამსახურს მოჰყავს პასუხად გამოცემა Live24-ის შეკითხვაზე, რომლის თანახმად, რედაქციას მიმართავს ბევრი პატიმარი და წერენ, რომ თვეზე მეტია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში „ვაგნერისთვის“ დაქირავება აღარ მიმდინარეობს და იქ აღარც პრიგოჟინი ჩადის, ამიტომ აინტერესებთ, ეს ასეა, თუ არა.
პროგოჟინის კომენტარია, რომ ეს მართლაც ასეა, პატიმრობაში მყოფთა მიღება სრულად შეწყდა, ხოლო მათ მიმართ, ვინც „ამჟამად მუშაობს, ყველა ვალდებულება სრულდება“.
ასევე ნახეთ „ვაგნერის“ დაქირავებული პატიმრები თავისუფლდებიან... ვინც ცოცხალი რჩებაამ კვირაში, დამოუკიდებელი რუსული გამოცემა „მედიაზონა“ წერდა, რომ გასული წლის ბოლოდან „ვაგნერის“ წარმომადგენლებმა ხელმეორედ დაიწყეს შემოვლა იმ რუსული კოლონიების, საიდანაც გაზაფხულსა და შემოდგომაზე პატიმრები დაიქირავეს, თუმცა, თავად პრიგოჟინი ამ პროცესში აღარ მონაწილეობს.
ასევე ნახეთ „ვაგნერს“ მნიშვნელოვნად შეუმცირდა პატიმართა გადაბირების ტემპი - ბრიტანეთის დაზვერვარუსეთი, პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებული პეტერბურგელი ბიზნესმენის, ევგენი პრიგოჟინის მიერ შექმნილ კერძო სამხედრო კომპანია "ვაგნერს" უკრაინამდე იყენებდა სირიასა და აფრიკაში. "ვაგნერელები" ეჭვმიტანილი არიან ომის არაერთი დანაშაულის ჩადენაში.
ასევე ნახეთ კომპანია „ვაგნერი“ შეერთებულმა შტატებმა ტრანსნაციონალურ დანაშაულებრივ ორგანიზაციად აღიარა