ბადრი ესებუა, სავარაუდოდ, დაკავებულია

საილუსტრაციო ფოტო: ბადრი ესებუა

სავარაუდოდ, დაკავებულია "საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალზე თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა, რომელსაც სამართალდამცავები 2020 წლის ოქტომბრიდან ეძებდნენ. წინასწარი ინფორმაციით, ესებუა ზუგდიდში დააკავეს.

ასევე ნახეთ ბადრი ესებუას დაკავება შსს-მ დაადასტურა

შსს-ში რადიო თავისუფლებას ეს ინფორმაცია ოფიციალურად ჯერჯერობით არ დაუდასტურეს. ზუგდიდში ჩვენი კორესპონდენტის ცნობით, ბადრი ესებუას დაკავების შესახებ ჯერჯერობით არაფერი იციან მისმა ოჯახმა და ადვოკატმა.

ასევე ნახეთ ვახტანგ გომელაური: ბადრი ესებუა სადაც არის, ვიცით ჩვენ... ისვენებს...

შეიარაღებული, ნიღბიანი პირი ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა და მძევლად აიყვანა 43 ადამიანი. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელი ბადრი ესებუაა და 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვს. სამართალდამცავებთან მოლაპარაკების შედეგად, მოთხოვნებზე თანხმობის მიღების შემდეგ, ესებუამ მძევლების უმრავლესობა გაათავისუფლა და სამ მძევალსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. ვრცელდებოდა ცნობები, რომ ის, სავარაუდოდ, ოკუპირებულ აფხაზეთში გადავიდა.

შსს-მ საქმე აღძრა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით - ტერორისტული აქტი, მძევლების აყვანა ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება.

ასევე ნახეთ ადვოკატი: ესებუა სოფელ ჯიხაშკარში დააკავეს, ახლა ქუთაისში გადაჰყავთ
ასევე ნახეთ ჯიხაშკარში ესებუას დაკავების ადგილას საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს