Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯიხაშკარში ესებუას დაკავების ადგილას საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს


სახლი სოფელ ჯიხაშკარში, სადაც ბადრი ესებუა დააკავეს. 8 თებერვალი, 2023 წელი
სახლი სოფელ ჯიხაშკარში, სადაც ბადრი ესებუა დააკავეს. 8 თებერვალი, 2023 წელი

ვრცელდება ცნობები, რომ ბადრი ესებუა დააკავეს ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში, ადგილობრივი ომიანე ჯიქიას სახლში. ამ წუთებში ადგილზე პოლიციაა მობილიზებული და საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

სახლი ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში
სახლი ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში
ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში პოლიციაა მობილიზებული
ზუგდიდის სოფელ ჯიხაშკარში პოლიციაა მობილიზებული

2-წლიანი ძებნის შემდეგ ბადრი ესებუას დაკავება შსს-მ დღეს, 8 თებერვალს, დილით დაადასტურა.

განცხადებაში, რომელშიც მხოლოდ ინიციალებია მითითებული, ნათქვამია, რომ ბ.ე. სამეგრელოში დააკავეს:

"სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, იძულების, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, ასევე, ტერორისტული აქტის და ტერორისტული მიზნით მოქალაქეების მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტებზე 2020 წლიდან ძებნილი ბ.ე. სამეგრელოში დააკავეს".

შსს-ს თანახმად, "დაკავების ადგილიდან ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები".

შეიარაღებული, ნიღბიანი პირი ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა და მძევლად აიყვანა 43 ადამიანი. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ თავდამსხმელი ბადრი ესებუაა და 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვს. სამართალდამცავებთან მოლაპარაკების შედეგად, მოთხოვნებზე თანხმობის მიღების შემდეგ, ესებუამ მძევლების უმრავლესობა გაათავისუფლა და სამ მძევალსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. ვრცელდებოდა ცნობები, რომ ის, სავარაუდოდ, ოკუპირებულ აფხაზეთში გადავიდა.

XS
SM
MD
LG