თითქმის ორი თვეა, თბილისის საქალაქო სასამართლო განიხილავს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მიმართვას მისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე. 6 თებერვალს, 17:00 საათზე გაიმართება დასკვნითი სხდომა.
ამ სტატიაში მოკლედ წაიკითხავთ გასული 11 სხდომის მიმოხილვას.
სააკაშვილის საქმის მე-11 სხდომაზე სამხარაულის ექსპერტები გამოჰკითხეს - 3 თებერვალი, 2023 წელი
ბოლო სხდომაზე ეკა ჩავლეიშვილი, სამხარაულის ეროვნული ბიუროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტი გამოკითხეს. იგი მოწმედ პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლებმა მიიწვიეს პროცესზე, სადაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ყოფილი პრეზიდენტის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხი განიხილებოდა. ამავე სხდომაზე მხარეების კითხვებს უპასუხა სამხარაულის ბიუროს კიდევ ერთმა ექსპერტმა, ფსიქიატრმა აკაკი ტყემელაძემ.
ვრცლად წაიკითხეთ აქ "დასკვნა კატეგორიულია" - სააკაშვილის საქმის მე-11 სხდომაზე სამხარაულის ექსპერტები გამოჰკითხესრა თქვა "ვივამედის" დირექტორმა სააკაშვილის საქმის მე-11 სხდომაზე - 3 თებერვალი, 2023 წელი.
მიხეილ სააკაშვილის საქმის 3 თებერვლის სხდომაზე კლინიკა "ვივამედის" გენერალური დირექტორი, ნინო ნადირაძე და სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლები გამოკითხეს.
ვრცლად წაიკითხეთ აქ "დასკვნა კატეგორიულია" - სააკაშვილის საქმის მე-11 სხდომაზე სამხარაულის ექსპერტები გამოჰკითხესრა ითქვა სააკაშვილის საქმის მე-10 სხდომაზე - 1 თებერვალი, 2023 წელი.
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების მორიგ სხდომაზე ომბუდსმენის კონსილიუმის წევრები თენგიზ წულაძე, გრიგოლ ხურციძე, "ვივამედის" მედდა და "ემპათიის" ექსპერტი გალინა კარმუშინა გამოკითხეს. სხდომის დასაწყისში კლინიკიდან დისტანციურად ჩაერთო მიხეილ სააკაშვილი.
ვრცლად წაიკითხეთ აქ "დემენციაზე მძიმე კახექსიაა" - რა ითქვა სააკაშვილის საქმის მე-10 სხდომაზეენდოკრინოლოგის ჩვენება და სხვა დეტალები სააკაშვილის საქმის მე-9 სხდომიდან - 30 იანვარი, 2023 წელი.
მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან გათავისუფლების საკითხზე მე-9 სასამართლო პროცესი, 30 იანვარს, საქალაქო სასამართლოში, ენდოკრინოლოგ ლალი ჯავაშვილის გამოკითხვით გაგრძელდა.
ვრცლად წაიკითხეთ აქ „უკიდურესად მძიმე“ - ენდოკრინოლოგის ჩვენება და სხვა დეტალები სააკაშვილის საქმის მე-9 სხდომიდანბრიტანელი ექიმის ჩვენება სააკაშვილის საქმის მე-8 სხდომაზე - 27 იანვარი, 2023 წელი.
27 იანვარს, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლების სასამართლო პროცესზე ბრიტანელი ფსიქიატრი კორნელიუს კატონა დისტანციურად გამოკითხეს.
ასევე ნახეთ ფსიქოთერაპია თვალთვალის ქვეშ - ბრიტანელი ექიმის ჩვენება სააკაშვილის საქმის მე-8 სხდომაზესააკაშვილის საქმის მე-7 სხდომაზე ქართველი ნეიროქირურგი გამოკითხეს - 23 იანვარი, 2023 წელი.
23 იანვრის სასამართლო სხდომაზე ნეიროქირურგი, გელა მენთეშაშვილი გამოკითხეს. მაშინ სხდომას ვერც დისტანციურად და ვერც ფიზიკურად ვერ დაესწრო პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი.
ვრცლად წაიკითხეთ აქ დაზიანებულია ზურგის ტვინი - სააკაშვილის საქმის მე-7 სხდომაზე ნეიროქირურგი გამოკითხეს"ემპათიის" ექსპერტების და "ვივამედის" ექთნის ჩვენება სააკაშვილის საქმის მე-6 სხდომაზე - 20 იანვარი, 2023 წელი.
მიხეილ სააკაშვილის საქმის 20 იანვრის სასამართლო სხდომაზე, სადაც მისი სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შუამდგომლობას განიხილავდნენ, დამატებით 4 მოწმე, მათ შორის, ცენტრ "ემპათიის" ექსპერტები და კლინიკა "ვივამედის" ექთანი გამოკითხეს.
ვრცლად წაიკითხეთ აქ მზის სხივი შედის პალატაში? - "ემპათიის" ექსპერტების და "ვივამედის" ექთნის ჩვენება სააკაშვილის საქმის მე-6 სხდომაზესააკაშვილის მე-5 სხდომაზე კობი და ჯიშკარიანი გამოკითხეს - 17 იანვარი, 2023 წელი.
17 იანვარს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვაზე ორთოპედ-ტრავმატოლოგი, ჯეიმს კობი და ცენტრ "ემპათიის" ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი გამოკითხეს. სურვილის მიუხედავად, სხდომაზე ფიზიკურად დასწრების რეკომენდაცია არ მისცეს მიხეილ სააკაშვილს.
ვრცლად წაიკითხეთ აქ "ოპერაციების გარეშე სიარულს ვეღარ შეძლებს" - სააკაშვილის მე-5 სხდომაზე კობი და ჯიშკარიანი გამოკითხესრა თქვა ექიმმა ფინკელმა მე-4 სასამართლო სხდომაზე - 11 იანვარი, 2023 წელი.
მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 11 იანვარს სასამართლოს ჩვენება მისცა გასტროენტეროლოგმა სტიუარტ ფინკელმა.
ვრცლად წაიკითხეთ აქ შესაძლებელია სააკაშვილი სიმულირებდეს? - რა თქვა ექიმმა ფინკელმა მე-4 სასამართლო სხდომაზერა ჰკითხეს და რაზე ილაპარაკა ამერიკელმა ნევროლოგმა სააკაშვილის მე-3 სასამართლო სხდომაზე - 9 იანვარი, 2023 წელი.
9 იანვრის სხდომაზე, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საქმის განხილვაზე ხუთი საათის განმავლობაში დისტანციურად იკითხებოდა ამერიკელი ნევროლოგი, დოქტორი ემანუელ ლახანი. სხდომას ვერც ფიზიკურად და ვერც დისტანციურად დაესწრო კლინიკა "ვივამედში" მყოფი პატიმარი.
ასევე ნახეთ ვინ არის დოუ ჯონი? - რა ჰკითხეს და რაზე ილაპარაკა ამერიკელმა ნევროლოგმა სააკაშვილის მე-3 სასამართლო სხდომაზერა უთხრეს სასამართლოს სააკაშვილის დიაგნოზებზე ამერიკელმა ტოქსიკოლოგმა და "ვივამედის" ნევროლოგმა - 29 დეკემბერი, 2022 წელი.
29 დეკემბრის სხდომაზე 2 მოწმე - ამერიკელი ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი და კლინიკა "ვივამედის" ექიმი-ნევროლოგი, თამარ აბაშიძე გამოკითხეს.
ასევე ნახეთ რა უთხრეს სასამართლოს სააკაშვილის დიაგნოზებზე ამერიკელმა ტოქსიკოლოგმა და "ვივამედის" ნევროლოგმარა უთხრა სასამართლოს ამერიკელმა ექიმმა სააკაშვილის დიაგნოზზე - 22 დეკემბერი, 2022 წელი
პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე ამერიკელმა ფსიქიატრმა ერიკ გოლდსმიტმა სასამართლოს ჩვენება მისცა. მან ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ სააკაშვილს სწრაფად პროგრესირებადი დემენცია და პოსტტრავმული სტრესული აშლილობა (PTSD) აქვს.
ვრცლად წაიკითხეთ აქ სწრაფად პროგრესირებადი დემენცია აქვს - რა უთხრა სასამართლოს ამერიკელმა ექიმმა სააკაშვილის დიაგნოზზემიხეილ სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისიდან კლინიკა "ვივამედშია". როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.