ევროპარლამენტში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, საკითხზე სიტყვით გამოსვლისას „ევროპის სახალხო პარტიის“(EPP) წარმომადგენელმა მირიამ ლექსმანმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების სამარცხვინო ქცევა მიხეილ სააკაშვილის მიმართ ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროინტეგრაციის მიზნებს, პრინციპებსა და ფასეულობებს. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია და უნდა შეწყდეს თამაში მასთან დაკავშირებით.
მირიამ ლექსმანმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, მიეცეს მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა, ყოველგვარი შეფერხების გარეშე.
„არ უნდა დავუშვათ, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოკვდეს. საქართველოს ხელისუფლებაა სრულად პასუხისმგებელი მის ჯანმრთელობასა და კარგად ყოფნაზე და იქნება პასუხისმგებელი, თუ მას რაიმე შეემთხვევა", - განაცხადა მირიამ ლექსმანმა.
ასევე ნახეთ ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა იმოქმედოს, თუკი მიხეილ სააკაშვილი კრიტიკულ მდგომარეობაშია - ჰანი
მიხეილ სააკაშვილი 1 თებერვალს სასამართლო პროცესზე კლინიკა "ვივამედიდან" ჩაერთო. სასჯელის გადავადების ანდა გათავისუფლების შუამდგომლობის მორიგ სხდომაზე ჩართვისას, თავისი ფიზიკური მდგომარეობის საჩვენებლად მან მაისური აიწია. მოკლე მიმართვაში მან თქვა, რომ ითხოვს ადეკვატურ მკურნალობას.
ასევე ნახეთ კელი დეგნანი სააკაშვილის მდგომარეობაზე: ჩვენი და ბევრი სხვა მთავრობა შეშფოთებულიაგუშინვე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტრო, სპეციალური პენიტენციური სამსახური, სამედიცინო დაწესებულება და ცალკეული ექიმები ვერ იქნებიან პასუხისმგებელი პატიმრის თვითდაზიანებაზე, მათ შორის მის მიერ სამედიცინო დანიშნულების შეუსრულებლობაზე.
სააკაშვილის მდგომარეობის საილუსტრაციოდ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ავსტრიის პრეზიდენტ ალექსანდერ ვან დერ ბელენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი მდგომარეობის ამსახველი ფოტოები აჩვენა და თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება ნელა კლავს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა.
2022 წლის 12 მაისიდან სააკაშვილი კლინიკა "ვივამედშია". როგორც ოჯახის წევრები და ადვოკატები აღნიშნავენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა სამკურნალოდ.