"ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის" კვლევის მიხედვით, გაზრდილია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ფიქრობენ, რომ არცერთი პარტია არ გამოხატავს მათ ინტერესებს. გამოკითხვა 2022 წლის 3-20 დეკემბერს ჩატარდა.
კითხვაზე, არსებობს თუ არა საქართველოში ერთი პარტია მაინც, რომელიც თქვენს ინტერესებს გამოხატავს, მოქალაქეებმა ასე უპასუხეს:
- "დიახ" - 31%;
- "არა" - 61%;
- "არ ვიცი" - 6%;
- უარი პასუხზე - 3%.
2022 წლის აგვისტოში ჩატარებული გამოკითხვის შემდეგ შედეგები პარტიებისთვის გაუარესებულია. კვლევაში ასევე აღნიშნულია:
- "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა მესამედი და ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა თითქმის ნახევარი ამბობს, რომ არცერთი პარტია არ გამოხატავს მათ ინტერესებს;
- უმეტესობა კვლავ პოლიტიკურად გადაუწყვეტელია.
2022 წლის დეკემბერში კვლევა NDI-ის დაკვეთით "CRRC საქართველომ" ჩაატარა. კვლევა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ არის დაფინანსებული.
სხვა დეტალები კვლევის შესახებ:
- 2,519 დასრულებული ინტერვიუ (29% გამოპასუხება);
- საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.6%;
- ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 18+ ასაკის მოსახლეობასთან, სამიდან რომელიმე ენაზე: ქართული, სომხური და აზერბაიჯანული.