"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" მიერ გამოკითხულთა უმრავლესობა ფიქრობს, რომ მიდგომა, რომელიც ხელისუფლებას აქვს რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლასთან დაკავშირებით, მიუღებელია. კვლევა ჩატარდა 2022 წლის 3-20 დეკემბერში, როცა რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების გამო საქართველოში რამდენიმე ათასი რუსეთის მოქალაქე უკვე შემოსული იყო.
ასევე ნახეთ NDI: საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერა გაიზარდაკითხვაზე, მისაღებია თუ არა თქვენთვის ხელისუფლების მიდგომა საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით, პასუხები ასე გადანაწილდა:
- მისაღებია - 29%;
- არ არის მისაღები - 57%;
- არ ვიცი - 13%;
- უარი პასუხზე - 1%.
ამავე კვლევამ აჩვენა, რომ:
- უმრავლესობის (69%) აზრით, საქართველოში რუსების იმიგრაციას, შესაძლოა, ქვეყანაზე უარყოფითი გავლენა ჰქონდეს; ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში უმეტესობა რუსების იმიგრაციისგან სარგებელს ელის;
- რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკას ყველაზე კრიტიკულად თბილისის მოსახლეობა, ქალები და ოპოზიციის მხარდამჭერები აფასებენ;
- უმრავლესობა მხარს უჭერს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას;
- საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის მთავრობის მიმართ ცალსახად უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ. უმრავლესობისთვის რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიდგომა მიუღებელია.
2022 წლის დეკემბერში კვლევა NDI-ის დაკვეთით "CRRC საქართველომ" ჩაატარა. კვლევა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ არის დაფინანსებული.
ასევე ნახეთ NDI: უმეტესობა ამბობს, რომ საქართველოში თავს დაცულად გრძნობსსხვა დეტალები კვლევის შესახებ:
- 2,519 დასრულებული ინტერვიუ (29% გამოპასუხება);
- საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.6%;
- ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით 18+ ასაკის მოსახლეობასთან, სამიდან რომელიმე ენაზე: ქართული, სომხური და აზერბაიჯანული.