პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური სააკაშვილის ვიდეოს გასაჯაროების საკითხს იკვლევს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის, ლელა ჯანაშვილის ცნობით, მიმდინარეობს მოკვლევა პენიტენციური სამსახურის მიერ კლინიკა „ვივამედში” მყოფი მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს გასაჯაროების საკითხთან დაკავშირებით. სამსახურის გადაწყვეტილება აპრილამდე გახდება ცნობილი.

„ამ საკითხზე სამართლებრივ პოზიციას წინმსწრებად ვერ დავაფიქსირებ იმდენად, რამდენადაც აღნიშნულ საქმეზე მიმდინარეობს შესწავლა. მალე, სამსახური აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ამცნობს. მოკვლევა დაწყებულია და მიმდინარეობს შესწავლა. სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტი ახორციელებს შესწავლას. აპრილამდე დასრულდება”, - განაცხადა ლელა ჯანაშვილმა.

ასევე ნახეთ პენიტენციური სამსახური ასაჯაროებს პატიმარ მიხეილ სააკაშვილის კადრებს კლინიკიდან