ვადის ამოწურვამდე, 8 დეკემბრამდე, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია გეგმავს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის აღსრულებისგან გათავისუფლების საქმეზე „სასამართლოს მეგობრის მოსაზრების" წარდგენას.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კონსილიუმის დასკვნის წარდგენის შემდეგ, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ პარალელურ რეჟიმში, სახალხო დამცველის აპარატმა მუშაობა დაიწყო „სასამართლოს მეგობრის მოსაზრების" მომზადებაზე.
„მოკლედ გეტყვით, რომ სახალხო დამცველის აპარატმა საკმაოდ მოცულობითი და ვიტყოდი, უნიკალური კვლევა სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებისა და სასჯელის გადავადების პრაქტიკის თაობაზე. ასევე - საკანონმდებლო ანალიზი. ამ კვლევის გამოქვეყნებას ჩვენ ისედაც ვაპირებდით, ბოლო ხუთი წლის კვლევის შედეგებია, თუმცა, სამწუხაროდ, ჩემს ვადაში ეს ვერ მოესწრება, მაგრამ ამ კვლევის მიგნებებს გამოვიყენებთ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით, - აღნიშნა ლომჯარიამ და განაგრძო, - კონსილიუმის დასკვნა ცალსახაა ერთი საკითხის შესახებ - პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე. შესაბამისად, ჩემი, როგორც სახალხო დამცველის შეფასებით, აღნიშნული შეესაბამება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 283-ე მუხლის მოთხოვნას, რომელიც, სულ მცირე, ასეთ სიტუაციაში ითვალისწინებს სულ მცირე სასჯელის მოხდისგან გადავადებას".
ლომჯარია განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა აკმაყოფილებს სასჯელის აღსრულების გადავადებას. „სამართლებრივად თუ ვიმსჯელებთ, ეს დასკვნა მეუბნება, რომ პაციენტის მდგომარეობა არის მძიმე, 283-ე მუხლი სისხლის სამართლის კოდექსისა ამბობს, რომ მსჯავრდებულის სასჯელის გადავადება შეიძლება მოხდეს, თუ მისი დაავადება არის მძიმე, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას. ვფიქრობ, სულ მცირე სასჯელის გადავადებას მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა აკმაყოფილებს", - თქვა მან.
ასევე ნახეთ სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის შეფასებით, სააკაშვილს აღენიშნება კახექსიის მეოთხე დონე ასევე ნახეთ სააკაშვილმა 25 კილოგრამი სექტემბრიდან დაიკლო, დინამიკა კატასტროფულია - ომბუდსმენის კონსილიუმი1 დეკემბერს ცენტრმა "ემპათიამ" გამოაქვეყნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა. ამ დოკუმენტის მიხედვით, დაპატიმრების დროს "პრაქტიკულად ჯანმრთელი" მიხეილ სააკაშვილი ახლა სიკვდილის საფრთხის წინაშე დგას. ეს დასკვნა სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს წარუდგინა და პატიმრის გათავისუფლება მოითხოვა.
ასევე ნახეთ რატი ბრეგაძე სააკაშვილის ჯანმრთელობაზე: უმჯობესია, ექიმებმა ისაუბრონ, სახელმწიფო მაქსიმუმს აკეთებსპროცესი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საქალაქო სასამართლოში 9 დეკემბერს, 13:00 საათზე ჩაინიშნა. როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა, ილია ლომიამ, ამ დღეს სასამართლომ უნდა იმსჯელოს პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადებაზე ან მისგან სრულად გათავისუფლებაზე.
ცნობილია იმ მოსამართლის ვინაობა, ვინც სააკაშვილისთვის სასჯელის მოხსნის ან გადავადების საკითხს განიხილავს - ესაა გიორგი არევაძე, რომელმაც სანდრო გირგვლიანის (ე.წ. შეწყალების) საქმეზე მიხეილ სააკაშვილს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა 2018 წელს დაუსწრებლად მიუსაჯა. არევაძის გვარი ფიგურირებს სხვა გახმაურებულ საქმეებშიც. სწორედ გიორგი არევაძე განიხილავდა ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმესაც.