მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ცენტრი "ემპათია", რომელმაც პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის სამედიცინო ექსპერტიზის შედეგები გამოაქვეყნა, "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებული ორგანიზაციაა. კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ესაა მიზეზი, რის გამოც არ ენდობა ამ ორგანიზაციას.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის თქმით, "გარკვეული ტიპის გადახრები, სამედიცინო ჩვენებები პრაქტიკულად ყველას აღენიშნება. ამიტომ, ასეთი ჩამონათვალი თავისთავად არაფერს ნიშნავს".
ასევე ნახეთ სარჯველაძე სააკაშვილზე: ცდილობენ ჯანმრთელობის მდგომარეობით სასჯელის არიდებას"კონკრეტულად უნდა მიუთითონ, რა არის ისეთი დაავადება, პრობლემა, პათოლოგია, რაც განაპირობებს პატიმრის გათავისუფლებას და რაც არ აქვს სხვა პატიმარს. ამას ვერ ამბობენ, ამის მაგივრად არის რაღაც მშრალი საუბრები და პიარკამპანია, ლობისტური კამპანიები, რაც არის მიუღებელი. ქვეყანას ვერ ავარევინებთ ვერავის. ჩვენ გვთხოვენ პოლიტიკურად ამ გადაწყვეტილების მიღებას, სააკაშვილის გათავისუფლებას იმისთვის, რომ ქვეყანა არიონ და, რა თქმა უნდა, ასეთ გადაწყვეტილებას ჩვენ ვერ მივიღებთ.
400 დღის განმავლობაში აცხადებენ, რომ ყოველდღიურად რეგრესირებს პატიმარი, წარმოუდგენელია ეს ყველაფერი. მიზანი არის ემპათიისა და თანაგრძნობის გაჩენა, მიუხედავად უმძიმესი დანაშაულებისა, რომელიც აქვს ამ ადამიანს ჩადენილი", - თქვა კობახიძემ.
ასევე ნახეთ ჩალაძე ფიქრობს, რომ პოლიტიკური აქტორების ჩართვის გარეშე სააკაშვილი გათავისუფლდება და დეპოლარიზების საკითხი გადაიჭრებადღეს, 1 დეკემბერს, ცენტრმა "ემპათიამ" გამოაქვეყნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა. ამ დოკუმენტის მიხედვით, დაპატიმრების დროს "პრაქტიკულად ჯანმრთელი" მიხეილ სააკაშვილი ახლა სიკვდილის საფრთხის წინაშე დგას.
ასევე ნახეთ მოსალოდნელია კომა და სიკვდილი - ცენტრი "ემპათია" სააკაშვილის ექსპერტიზის შედეგს აქვეყნებსეს დასკვნა სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს წარუდგინა და პატიმრის გათავისუფლება მოითხოვა.
ასევე ნახეთ სააკაშვილის სასჯელისგან გათავისუფლების მოთხოვნით ადვოკატმა სასამართლოს მიმართასაქართველოს ექსპრეზიდენტი, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, 1 ოქტომბერს დააკავეს. მის წინააღმდეგ აღძრულია 3 საქმე, მათ შორის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის მუხლითაც.
დაკავების დღეს სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა და პირველ ეტაპზე 50 დღე იშიმშილა, რის შედეგადაც, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა თანდათან მნიშვნელოვნად დამძიმდა.
კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი 12 მაისის შემდეგ იმყოფება. ოჯახი ამბობს, რომ მისი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება, იუსტიციის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ სააკაშვილს საქართველოში სრულფასოვნად მკურნალობენ და მისი გადაყვანა სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში არ განიხილება.