რუსეთი "ტერორში და მკვლელობაშია" დამნაშავე, აცხადებს ზელენსკი სამშობიარო სახლში ახალშობილის დაღუპვის შემდეგ

მაშველები მუშაობენ რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დანგრეულ სამშობიარო სახლში, ვილნიანსკი, 23 ნოემბერი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთი არის "ტერორისტული სახელმწიფო", რომელიც მიმართავს "ტერორსა და მკვლელობას" - ზელენსკი ამ სიტყვებით გამოვიდა მას მერე, რაც ზაპოროჟიეს რეგიონში სამშობიარო საავადმყოფოზე სარაკეტო თავდასხმას ახალშობილი ემსხვერპლა.

"მტერმა კიდევ ერთხელ გადაწყვიტა შეეცადოს ტეროროთა და მკვლელობით მიაღწიოს იმას, რისი მიღწევაც ცხრა თვის განმავლობაში ვერ შეძლო და ვერც შეძლებს" - წერს ზელენსკი ფეისბუკით ზაპოროჟიეს ქალაქ ვილნიანსკის საავადმყოფოზე მიტანილი შეტევის შემდეგ. "ამის ნაცვლად, ის პასუხს აგებს მთელ იმ ბოროტებაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოუტანა" - დასძენს ზელენსკი.

იერიში განხორციელდა ინტენსიური ბრძოლების ფონზე უკრაინის აღმოსავლეთში, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში, სადაც რუსეთი შეტევას აწარმოებს.

"ღამით რუსმა ურჩხულებმა უზარმაზარი რაკეტები ესროლეს ვილნიანსკის პატარა სამშობიარო სახლს. ჩვენი გულები მწუხარებითაა სავსე - მოკლულ იქნა ბავშვი, რომელიც ის-ის იყო დაიბადა" - წერს ტელეგრამით რეგიონის გუბერნატორი, ოლექსანდრ სტარუხი.

სამაშველო სამსახურები იუწყებიან, რომ ორი ადამიანი გადაარჩინეს საავადმყოფოს ნანგრევებიდან.