მაშველებმა უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ვოლნიანსკის საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილების ნანგრევებიდან ამოიყვანეს ექიმი და ახალგაზრდა ქალი, რომლის ახალშობილი შვილი სარაკეტო დარტყმას ემსხვერპლა. საავადმყოფოს შენობას რუსული რაკეტა წუხელ მოხვდა.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, დარტყმის დროს სამშობიარო განყოფილებაში იმყოფებოდნენ მხოლოდ ახალგაზრდა ქალი ახალშობილით და ექიმი. მაშველები ნანგრევებისგან ტერიტორიის გაწმენდას განაგრძობენ.