რუსეთის სამხედრო ძალებმა წუხელ სარაკეტო იერიში მიიტანეს ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ვოლნიანსკზე.
ოლქის სამხედრო ადმინისტრაციიხ ხელმძღვანელის ოლექსანდრ სტარუხის ინფორმაციით, დარტყმა განხორციელდა საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილებაზე, სადაც ახალშობილი დაიღუპა.
მაშველები სარაკეტო შეტევის ადგილზე მუშაობას განაგრძობენ.