თბილისში, ვაკის პარკში, შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსაღებად ჩასულ ბავშვებს დენმა დაარტყა. ორი ბავშვი შოკური მდგომარეობით ხეჩინაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, ხოლო მესამე, რომელიც კონტაქტური იყო - იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში.
შემთხვევა დღეს მოხდა.
ასევე ნახეთ გარდაიცვალა 13 წლის მოზარდი, რომელსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყარადიო თავისუფლებას იაშვილის სახელობის კლინიკაში უთხრეს, რომ მათთან მოთავსებული ბავშვი კონტაქტურია, ხეჩინაშვილის კლინიკაში კი "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, რომ კლინიკაში შეყვანილი ორი ბავშვის მდგომარეობა მძიმეა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმის გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით (უსაფრთხოების წესების დარღვევა).
ასევე ნახეთ "დაისჯება ყველა" - კალაძის პირველი კომენტარი ვაკის პარკში მომხდარ უბედურ შემთხვევაზერადიო თავისუფლება ცდილობს თბილისის მერიის პრესსამსახურთან დაკავშირებას. მერია ვაკის პარკის განახლების სამუშაოებს ატარებს. სამუშაოები მერმა კახა კალაძემ გუშინ დაათვალიერა - მერია აცხადებდა, რომ "ვაკის პარკში არსებული მცირე კასკადისა და მრგვალი შადრევნის რეაბილიტაცია დაასრულა".