მმართველი პარტიიდან გამოყოფილი ჯგუფის, "ხალხის ძალის" ერთ-ერთი დამფუძნებელი სოზარ სუბარი იმ ელჩებს ადანაშაულებს საქართველოს ომში ჩართვის სურვილში, რომლებიც ხელისუფლებას აკრიტიკებდნენ სხვადასხვა კანონის მიღების დროს. მან საკუთარი მოძრაობის მედიაპლატფორმის, "პოს ტვ"-ის ეთერში არ დაასახელა კონკრეტული ელჩების ვინაობა, თუმცა თქვა, რომ ისინი "ხელიდან გვართმევენ" ქვეყნის სუვერენიტეტს.
სოზარ სუბარის თანახმად, ადმინისტრაციული პატიმრობის გაზრდასთან დაკავშირებით "უმკაცრესი წერილები და განცხადებები გააკეთეს აშშ-ის საელჩომ, ევროკავშირმა და ვისაც არ დაეზარა [ყველამ]".
ასევე ნახეთ სუბარი: ევროკავშირში გაწევრიანება გულისხმობს სუვერენიტეტის გარკვეული ნაწილის დათმობას"როცა რომელიმე ელჩი თავს უფლებას აძლევს, თითი დაგიქნიოს სახელმწიფოს და გითხრას, შენ ეს კანონი არ უნდა მიგეღო და ამ დროს მას აქვს კანონი, რომელიც ამაზე ასჯერ უარესია დემოკრატიის თვალსაზრისით...
[კანონის მიღებაზე] ასეთი ჩარევის უფლებას როცა აძლევს ელჩი საკუთარ თავს, ეს ნიშნავს, რომ ის პატივს არ სცემს არც შენს სუვერენიტეტს, არც შენს ტრადიციას, არც კონსტიტუციას და არაფერს. ამის დაშვება არ შეიძლება, იმიტომ რომ მეორე დღეს მოდის ის ელჩი და გეუბნება, "შენ აუცილებლად უნდა ჩაერთო ომში და არ მაინტერესებს, რამდენი ადამიანი დაიღუპება". ჩვენი მიზანია, რომ რუსეთი დავამარცხოთ და შენ უნდა იყო მსხვერპლის როლში. შეიძლება პირდაპირ ამ სიტყვებით არა, მაგრამ შინაარსი ეს არის", - განაცხადა სუბარმა.
ასევე ნახეთ მამუკა მდინარაძის თქმით, "ხალხის ძალასთან" მხოლოდ ერთი განსხვავება აქვთსაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლება ქვეყანაში "მეორე ფრონტის" საკითხს დაშვებული შეცდომების გადასაფარად იყენებს. მან 14 ივნისს აღნიშნა, რომ რუსეთთან "მეორე ფრონტის" გახსნის საფრთხე არ არსებობს და არც არავინ ითხოვს ამას საქართველოსგან.
"ეს არის ფორმა, რითაც ზოგჯერ ხელისუფლება ცდილობს, რომ თავისი მოსახლეობა რაღაც წნეხის ქვეშ მოაქციოს. არ არსებობს ეს "მეორე ფრონტის" რისკი, საფრთხე.
ეს არის შიდა მოხმარებისთვის განკუთვნილი, რომ ხალხი ხელისუფლების შეფასებიდან გადაერთოს და საკუთარ უსაფრთხოებაზე იფიქროს, რაც სრულიად ადამიანურია", - თქვა მაშინ ზურაბიშვილმა.
ასევე ნახეთ ზურაბიშვილის თქმით, ხელისუფლება "მეორე ფრონტის" საკითხს ყურადღების გადასატანად იყენებსმმართველი პარტიის "სიმართლის თქმის" მოტივით დატოვება "ქართული ოცნების" წევრებმა 28 ივნისს დაიწყეს. პირველები საქართველოს პარლამენტის დეპუტატები დიმიტრი ხუნდაძე, სოზარ სუბარი და მიხეილ ყაველაშვილი იყვნენ. მათ მოგვიანებით დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი შეუერთდა. ამ ოთხეულმა 2 აგვისტოს თქვა, რომ აფუძნებდნენ მოძრაობას "ხალხის ძალა". "ქართული ოცნებიდან" გამოყოფის მიუხედავად, ისინი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებად რჩებიან.
ასევე ნახეთ სოზარ სუბარი: ჩვენ გარეშე უმრავლესობა აღარ არსებობს, მაგრამ ჩვენ ვრჩებით იქსაპარლამენტო უმრავლესობის ოთხი დეპუტატი აცხადებს, რომ ამერიკული დაფინანსების ნაწილი მოხმარდა სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებს.
მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მხრიდან პარლამენტის უმრავლესობის წევრების, დიმიტრი ხუნდაძის, სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და გურამ მაჭარაშვილის განცხადებების რუსულ დეზინფორმაციად მოხსენიება, შეურაცხმყოფელია.