Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუბარი: ევროკავშირში გაწევრიანება გულისხმობს სუვერენიტეტის გარკვეული ნაწილის დათმობას


სოზარ საუბარი, "ხალხის ძალის" ერთ-ერთი დამფუძნებელი
სოზარ საუბარი, "ხალხის ძალის" ერთ-ერთი დამფუძნებელი

მმართველი პარტიიდან გამოყოფილი ჯგუფის, "ხალხის ძალის", ერთ-ერთი დამფუძნებელი სოზარ სუბარი ამბობს, რომ ევროკავშირის წევრობა ქვეყნის სუვერენიტეტის ნაწილის დათმობას გულისხმობს. მან საკუთარი მოძრაობის მედიაპლატფორმის, "პოს ტვ"-ის ეთერში თქვა, რომ საქართველოში ელჩების ნაწილი ამ სუვერენიტეტს "ხელიდან გვართმევენ".

"როდესაც ჩვენ ვამბობთ, რო ჩვენი მიზანია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ბუნებრივად ეს გულისხმობს სუვერენიტეტის გარკვეული ნაწილის დათმობას. განსაკუთრებით ევროკავშირის შემთხვევაში ეს სუვერენიტეტის ძალიან სერიოზულ დათმობას გულისხმობს. ამაზე ბრძოლა თვითონ ევროკავშირის შიგნითაც არის...

ამავე დროს, როცა იქ მიდიხარ, გარკვეულ სუვერენიტეტს თმობ შენი ნებით, სამაგიეროდ იღებ დიდ დივიდენდებსაც - ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკა. ეს არის გარკვეული ღირებულებებიც. მაგრამ ეს ხო არ არის მუდმივა, რომელსაც არ შეიძლება შეეხო. აქაც არის ძალის გადაძალვის მცდელობა...

მაგრამ, როცა სუვერენიტეტზე ვსაუბრობთ, აქ სხვა თემაა უფრო მნიშვნელოვანი - ის სუვერენიტეტი, რომელსაც პირდაპირ ხელიდან გვართმევენ, არა ის, რასაც ვთმობთ ევროკავშირის გულისთვის, როცა რომელიმე ელჩი თავს უფლებას აძლევს, თითი დაგიქნიოს სახელმწიფოს და გითხრას, შენ ეს კანონი არ უნდა მიგეღო და ამ დროს მას აქვს კანონი, რომელიც ამაზე ასჯერ უარესია დემოკრატიის თვალსაზრისით", - თქვა სოზარ სუბარმა 4 ოქტომბერს.

პარტიის "სიმართლის თქმის" მოტივით დატოვება "ქართული ოცნების" წევრებმა 28 ივნისს დაიწყეს. პირველები საქართველოს პარლამენტის დეპუტატები დიმიტრი ხუნდაძე, სოზარ სუბარი და მიხეილ ყაველაშვილი იყვნენ. მათ მოგვიანებით დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი შეუერთდა. ამ ოთხეულმა 2 აგვისტოს თქვა, რომ აფუძნებდნენ მოძრაობას "ხალხის ძალა". "ქართული ოცნებიდან" გამოყოფის მიუხედავად, ისინი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებად რჩებიან.

საპარლამენტო უმრავლესობის ოთხი დეპუტატი აცხადებს, რომ ამერიკული დაფინანსების ნაწილი მოხმარდა სახელმწიფოს და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიებს.

მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მხრიდან პარლამენტის უმრავლესობის წევრების, დიმიტრი ხუნდაძის, სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილისა და გურამ მაჭარაშვილის განცხადებების რუსულ დეზინფორმაციად მოხსენიება, შეურაცხმყოფელია.

XS
SM
MD
LG