საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, მმართველი პარტიის წევრი ალუდა ღუდუშაური ამბობს, რომ ობიექტური სურათის გათვალისწინებით, რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლაზე "ზედმეტი აჟიოტაჟი" ასატეხი არაა. ამ საკითხზე მან პარლამენტში ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"არ მგონია, ვინმეს ჩაკეტილი ჰქონდეს საზღვარი და პირველი მერცხლები როგორ ან რატომ უნდა ვიყოთ, ესეც გაუგებარია, როდესაც სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ყველაფერი კონტროლდება. თუმცა სტატისტიკა არის გაზრდილი და ეს არის ცალსახა.
ყოვლად დაუშვებელია იმაზე მეტი აჟიოტაჟის ატეხა, ვიდრე ზოგადად ობიექტური სურათია", - ამბობს დეპუტატი.
ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, დარწმუნებულია თუ არა, რომ რუსეთის მოქალაქეების ქვეყანაში შემოსვლა კონტროლდება, დეპუტატმა ასე უპასუხა:
"დედაც გეფიცებით, რომ ეგრეა".
21 სექტემბერს რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთის საზღვარზე სახმელეთო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე მრავალსაათიანი რიგები გაჩნდა. საქართველოს საზღვარზე გამშვებ პუნქტ "ზემო ლარსის" გარდა, საცობებია ყაზახეთის, მონღოლეთისა და ფინეთის საზღვრებზე.
ასევე ნახეთ შსს აქვეყნებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის სტატისტიკას ასევე ნახეთ შსს აცხადებს, რომ საქართველოში შემომსვლელი რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა იკლებს