შსს: ქუთაისში, "საქართველოს ბანკში" შეჭრილია შეიარაღებული პირი

ქუთაისი

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქუთაისში, "საქართველოს ბანკში" შეჭრილია შეიარაღებული პირი. ეს არის პირველი ინფორმაცია, რომელიც ბანკში შეიარაღებულ თავდასხმაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

ასევე ნახეთ ქუთაისში, "საქართველოს ბანკის" ფილიალთან, პოლიციაა მობილიზებული

"შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე ბანკთან მობილიზებული არიან... ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ყველა საჭირო და გადაუდებელ პროცედურას ატარებენ, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები", - აცხადებენ შსს-ში.

"საქართველოს ბანკში" შეიარაღებული ადამიანის შეჭრის შესახებ ცნობა მედიაში დაახლოებით 11:00 საათზე გავრცელდა. დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებს თავად ბანკი.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდასხმა ხდება. ამ დრომდე არ არის დაკავებული 2020 წლის ოქტომბერში ზუგდიდში "საქართველოს ბანკში" შეჭრილი თავდამსხმელი, რომელმაც ნახევარი მილიონი დოლარი წაიღო. ბანკში იგი 21 ოქტომბერს, დაახლოებით 14:00 საათისთვის შეიჭრა და 43 ადამიანი აიყვანა მძევლად.

მასალა არქივიდან გომელაური ბადრი ესებუას შესახებ: სად წავა? დღეს არა, ხვალ დავაკავებთ

კიდევ ერთი თავდასხმა, რომელიც "საქართველოს ბანკის" ყვარლის ფილიალზე მოხდა 2021 წლის სექტემბერში, პოლიციამ აღკვეთა.

მასალა არქივიდან გომელაური: არანაირი მოთხოვნა არ შეგვისრულებია ამჯერად