ირანმა რუსეთს გაუგზავნა უპილოტო საფრენი აპარატების პირველი პარტია, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენებს. ამის შესახებ გამოცემა The Washington Post წერს ამერიკულ დაზვერვასთან დაახლოებულ, ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით. გამოცემის თანახმად, რუსეთის სატრანსპორტო თვითმფრინავებმა ირანიდან ტვირთი ჯერ კიდევ 19 აგვისტოს წაიღეს.
საუბარია სულ მცირე ორი სახეობის უპილოტო საფრენ აპარატზე, Mohajer-6-სა და Shahed-ზე, რომლებსაც რადიოლოკაციური სისტემების, საარტილერიო დანადგარების და სხვა სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ იყენებენ. როგორც The Washington Post წერს, ირანული დრონების პირველმა გამოცდამ რუსი სამხედროების უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან მათი ნაწილი ხარვეზიანი აღმოჩნდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, რუსეთი აპირებს ირანისგან შეიძინოს რამდენიმე ასეული აპარატი.
ასევე ნახეთ ვლადიმირ პუტინი თეირანში შეხვდა ებრაჰიმ რაისისა და რეჯეპ ერდოანსრუსეთში ირანული უპილოტო საფრენი აპარატების გაგზავნა ტელეკომპანია CNN-ს დაუდასტურეს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. თეთრი სახლის წარმომადგენელთა თანახმად, რუსეთი ამ აპარატებს უკრაინის წინააღმდეგ გამოიყენებს.
ასევე ნახეთ Bayraktar-ის მწარმოებელი არ მიჰყიდის თავის უპილოტო საფრენ საშუალებებს რუსეთს: "ამაზე საუბარიც არ არის"