Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Bayraktar-ის მწარმოებელი არ მიჰყიდის თავის უპილოტო საფრენ საშუალებებს რუსეთს: "ამაზე საუბარიც არ არის"


Bayraktar-ის დრონი. 2022 წლის ივლისი.
Bayraktar-ის დრონი. 2022 წლის ივლისი.

კომპანია Baykar Makina-ს გენერალურმა დირექტორმა, ჰალუქ ბაირაქტარმა განაცხადა, რომ "საუბარიც არ არის იმაზე", რომ მან უპილოტო საფრენი საშუალებები მიჰყიდოს რუსეთს, ნებისმიერი შეთავაზებული თანხის მიუხედავად.

კომპანიის მფლობელები, ძმები ჰალუქ და სელჩუქ ბაირაქტარები იშვიათად იძლევიან ინტერვიუს, მაგრამ მათ ამ თემაზე ისაუბრეს BBC-სთან ინტერვიუში.

"ფული ჩვენთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს. ფული და მატერიალური რესურსები არასოდეს ყოფილა ჩვენი ბიზნესის მიზანი", - თქვა ჰალუქ ბაირაქტარმა. მან აღნიშნა, რომ კომპანიის მეგობრობა და თანამშრომლობა უკრაინასთან უკვე მრავალი წლის განმავლობაში გრძელდება.

კომპანიის უფროსმა შეახსენა მაუწყებელს, რომ Bayraktar-ის სისტემები უკრაინაში 2018 წლიდან გამოიყენება. "ამიტომ, რამდენი ფულიც უნდა შემოგვთავაზონ, გულწრფელად რომ გითხრათ, საუბარიც არ არის იმაზე, რომ ამ ვითარებაში მათ [მოსკოვს] ისინი [უპილოტო საფრენი საშუალებები] გადავცეთ. და უკრაინა კი ძალიან არასამართლიანი, აგრესიული და უსაფუძვლო თავდასხმის სამიზნეა", - აღნიშნა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა.

მან დასძინა, რომ არაფერი შებღალავს კომპანიის თანამშრომლობას უკრაინასთან იმის მიუხედავად, თუ რა თანხას შესთავაზებენ. "ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით ნათელია".

XS
SM
MD
LG