ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის ოფისმა უკრაინისთვის გამოყოფილი იმ სამხედრო დახმარების შესახებ განაცხადა, რომლითაც ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელი ჩავიდა კიევში უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს.
ლონდონი უკრაინას დამატებით 54 მლნ გირვანქა სტერლინგის (63,5 მლნ აშშ დოლარი) ღირებულების შეიარაღებას გადასცემს.
კიევი მიიღებს 200 თანამედროვე მოთვალთვალე დრონს, ასევე ე.წ. კამიკაძე-დრონებს, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია ტანკებისა და სხვა მძიმე ტექნიკის წინააღმდეგ.
გარდა ამისა, გაიგზავნება 850 ნანო-დრონი "Black Hornet -ი", რომლებიც ქალაქებსა და მცირე დასახლებებში მოწინააღმდეგის ძალების მოახლოების აღმოსაჩენადაა შექმნილი.
ჯონსონის ოფისის ინფორმაციით, დრონები დაახლოებით მობილური ტელეფონის ზომისაა, მათი მართვის დაუფლება 20 წუთშია შესაძლებელი.
„თითოეული დრონი ვიდეო და ფოტოგამოსახულებას გზავნის, რაც სახმელეთო დანაყოფებს ურბანული ტერიტორიების უსაფრთხოების დაცვის საშუალებას აძლევს", - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე ნახეთ ბორის ჯონსონი კვლავ ჩავიდა კიევშიდიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ცოტა ხნის წინ ჩავიდა კიევში. უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.
ასევე ნახეთ ბაიდენმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს გამოაცხადა კიევისთვის აქამდე უდიდესი სამხედრო დახმარების შესახებდღესვე ცნობილი გახდა, რომ შეერთებული შტატები, როგორც პრეზიდენტის განცხადებაშია ნათქვამი, უკრაინას გადასცემს საერთო ჯამში 3 მილიარდი დოლარის ღირებულების შეიარაღებას და აღჭურვილობას.