Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორის ჯონსონი კვლავ ჩავიდა კიევში


ბორის ჯონსონი
ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კიევში ჩავიდა, როცა უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

მან ტვიტერში გამოაქვეყნა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გადაღებული ფოტო.

„ის, რაც უკრაინაში ხდება, ჩვენთვის ყველასთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ ვარ დღეს კიევში. ამიტომ ედგება დიდი ბრიტანეთი მომავალშიც გვერდში ჩვენს უკრაინელ მეგობრებს. მწამს, რომ უკრაინას შეუძლია ამ ომში გამარჯვება და რომ ასეც მოხდება“, - დაწერა ჯონსონმა.

მას შემდეგ, რაც რუსეთი 24 თებერვალს შეიჭრა უკრაინაში, ბორის ჯონსონი არაერთხელ ჩავიდა კიევში და უკრაინის დედაქალაქის ქუჩებშიც გაიარა.

ვინაიდან სექტემბერში დიდი ბრიტანეთის მმართველ კონსერვატიულ პარტიას - და ქვეყნის მთავრობას - ახალი ლიდერი ეყოლება, სავარაუდოდ, ეს კიევში ჯონსონის უკანასკნელი ვიზიტია პრემიერის თანამდებობაზე ყოფნისას.

XS
SM
MD
LG