დარია დუგინას ავტომობილის აფეთქება კრემლმა 43 წლის უკრაინელ ქალს დააბრალა, რომელმაც, რუსეთის ფედერაციული საგამოძიებო სამსახურის გამოძიების ვერსიით, მკვლელობა წარმატებით დაგეგმა, აღასრულა და ასევე წარმატებით, თავის 12 წლის შვილთან ერთად, ფსკოვის გავლით, დატოვა რუსეთი და ესტონეთში გადავიდა.
მანამდე, 21 აგვისტოს, დარია დუგინას მანქანის აფეთქება საკუთარ თავზე „ეროვნულმა რესპუბლიკურმა არმიამ“ (НРА), აიღო. ამის შესახებ რუსეთის დუმის ყოფილმა წევრმა, ამჟამად კიევში მცხოვრებმა, ილია პონომარიოვმა თავისი იუტუბარხის („თებერვლის დილა“) საშუალებით განაცხადა, "არმიის" მანიფესტიც გამოაქვეყნა და მათ სრული მხარდაჭერაც გამოუხატა.
ახალი ეჭვები გააღვივა პონომარიოვის მიერ 22 აგვისტოს, ტელეგრამარხზე გამოქვეყნებულმა განცხადებამ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (ФСБ) მიერ აფეთქების შემსრულებლად დასახელებული უკრაინელი ქალისა და მისი შვილის შესახებ.
- თუკი არსებობს, რას წარმოადგენს „ეროვნული რესპუბლიკური არმია“, რატომ გამოჩნდა ის ახლა, რატომ დაუკავშირდა მაინცდამაინც პონომარიოვს და რას გეგმავს მომავალში?
- რუსეთის სპეცსამსახურების განზრახვებისა და დუგინას მკვლელობის რა ვერსიები განიხილება?
მას შემდეგ, რაც დარია დუგინას ავტომობილის აფეთქება რუსეთის უშიშროების სამსახურმა უკრაინელ ქალს დააბრალა და თანამზრახველად მისი ქალიშვილი სოფია შაბანი დაასახელა (რომელიც, კიევის ცნობით, სულ 12 წლის არის), ილია პონომარიოვმა, მალევე, თავის ტელეგრამარხზე ახალი განცხადება გამოქვეყნა.
„ნატალია ვოვკის და სოფია შაბანის რუსეთის საზღვრებს გარეთ ევაკუაცია წარმატებით მოხდა, ჩვენი რუსი მეგობრების თხოვნით, როგორც რიგი სხვა ადამიანებისა ადრე. ისინი არ იღებდნენ უშუალო მონაწილეობას 2022 წლის 20 აგვისტოს აქციაში დ. დუგინასთან დაკავშირებით“, - პონომარიოვის განცხადებას იქვე, კომენტარებში მრავალი შეკითხვა მოჰყვა: რატომ გახდა აუცილებელი მათი ევაკუაცია, თუკი არაფერში არიან დამნაშავე? რას ნიშნავს - „უშუალო მონაწილეობა არ მიუღიათ“? და სხვა.
ამ პოსტმა გააჩინა ეჭვიც, რომ მთელი ეს პროცესი უკრაინელების ტერორისტებად გამოცხადებას ისახავს მიზნად.
"მთელი ეს ისტორია მიზნად ისახავს სამომავლოდ მის უკრაინასთან დაკავშირებასა და იმ ნარატივის განვითარებას, რომ უკრაინა ტერორისტებს აფინანსებს და ე.ი. არა რუსეთი, არამედ სწორედ უკრაინა წარმოადგენს ტერორიზმის სპონსორ ქვეყანას. ეს არის ამ ისტორიის ერთადერთი მიზანი“, - დაწერა ერთ-ერთმა კომენტატორმა და მსგავს ეჭვებზე მიანიშნებენ სხვებიც.
რას წარმოადგენს „ეროვნული რესპუბლიკური არმია“?
„რუსეთის ეროვნული რესპუბლიკური არმია“ - ასეთი სახელწოდებით, რუსულ ვიკიპედიაზე 21 აგვისტოს შექმნილი გვერდები, რამდენიმე საათის განმავლობაში წაიშალა. მცირე ხნით შემორჩენილი მოკლე ტექსტი კი იტყობინებოდა, რომ „ამ ორგანიზაციის მოქმედებები განიხილება ტერორისტულად“, ის „ეწინააღმდეგება პუტინის რეჟიმს“, „ეწევა პარტიზანულ საქმიანობას რუსეთის ტერიტორიაზე“; „ორგანიზაცია აფეთქებს სარკინიგზო ხაზებს“; „წვავს სამხედრო კომისარიატებს“ და „მიზანმიმართულად ხოცავს რუს პროპაგანდისტებს“.
ვიდრე დარია დუგინას მკვლელობას საკუთარ თავზე აიღებდა, „რუსეთის ეროვნული რესპუბლიკური არმიის“ შესახებ არა თუ მხოლოდ ფართო საზოგადოებამ, არამედ ექსპერტებმაც არაფერი იცოდნენ.
ხალხს ის რუსმა პოლიტიკოსმა, ამჟამად უკრაინაში ლტოლვილმა, ილია პონომარიოვმა 21 აგვისტოს გააცნო და თავის არხზე ჯგუფის განცხადება-მანიფესტიც წაიკითხა, რომელიც პუტინისა და უკრაინაში ომის მომხრეთა განადგურების სერიას აანონსებს.
ასევე ნახეთ "გარდიანი": დუმის ყოფილი წევრის განცხადებით, დუგინას მკვლელობის უკან რუსეთის "ნაციონალური რესპუბლიკური არმია" დგას„ჩვენ, რუსი აქტივისტები, სამხედროები და პოლიტიკოსები, აწ უკვე პარტიზანები და „ეროვნული რესპუბლიკური არმიის“ მერძოლები, კანონგარეშედ ვაცხადებთ ომის გამჩაღებლებს, რუსეთის ხალხების მძარცველებსა და მჩაგვრელებს“, - ასე იწყება „არმიის“ ვრცელი მანიფესტი, რომელშიც არაერთხელ გვხვდება სიტყვა - "გავანადგურებთ". ამ მუქარის ადრესატები არიან რუსეთის მთავრობისა და რეგიონული ადმინისტრაციების ჩინოვნიკები, ვინც არ გადადგება; ბიზნესმენები, რომლებიც "ფულს კორუფციითა და ჩინოვნიკებთან კავშირებით აკეთებენ" - "თუკი ისინი არ მოინანიებენ და საჯაროდ არ გამოვლენ ამ ხელისუფლებისა და ამ ომის წინააღმდეგ"; ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები, თუკი არ დააწყობენ იარაღს და არ მოიხსნიან სამხრეებს; სამხედრო ტვირთებსა და იმ ტვირთების მფლობელებს, ვინც ომს აფინანსებს.
-
„ჩვენი მიზანია - რუსეთისა და მისი მეზობლების განადგურების შეჩერება; კრემლის საქმოსნების ჯგუფის საქმიანობის დასრულება, რომელიც ხალხის სიმდიდრეებს ისრუტავს და დღეს სჩადის დანაშაულებს ქვეყნის შიგნით და მის საზღვრებს გარეთ“;
-
„პრეზიდენტ პუტინს ვაცხადებთ ძალაუფლების უზურპატორად და სამხედრო დამნაშავედ... რომელმაც გააჩაღა ძმათამკვლელი ომი სლავ ხალხებს შორის და რუს ჯარისკაცებს გარდაუვალ და უაზრო სიკვდილზე აგზავნის“;
-
„ჩვენ ვმოქმედებთ მხოლოდ ამ ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ. ჩვენ არ მივიტანთ იერიშს სამოქალაქო ობიექტებზე ...და მშვიდობიან მოქალაქეებზე...“;
-
„მოვუწოდებთ რუსეთის არმიის ჯარისკაცებს შეწყვიტონ სროლა ჩვენს ძმებზე სხვა ქვეყნებიდან - საქართველოდან, სირიიდან და სხვა“ [ტექსტური ვერსიისგან განსხვავებით, პონომარიოვმა, ტექსტის წაკითხვისას, ამ ჩამონათვალში ახსენა უკრაინელებიც - რთ]“.
პონომარიოვმა 21 აგვისტოს თავის არხზე განაცხადა, რომ „ეს აქცია [აფეთქება], ისევე როგორც ბოლო თვეების სხვა პირდაპირი პარტიზანული აქციები განხორციელებულია „ეროვნული რესპუბლიკური არმიის“ მიერ“ და რომ ფაქტებიც გადამოწმებულია. ასევე, მისი განცხადებით, რუსეთის ტერიტორიაზე შექმნილია - „რუსეთის მოხალისეთა კორპუსი“ და „თავისუფალი რუსეთის ლეგიონი [„L“]“, რომლებიც თეთრ-ცისფერ-თეთრი დროშით მოქმედებენ. ეს არის თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ ქცეული დროშა. თავისუფალი რუსეთის ლეგიონი, როგორც იუწყებიან, უკრაინაში რუსი სამხედროების წინააღმდეგაც იბრძვის.
„არ ვიცი, არსებობენ თუ არა კარგი რუსები, მაგრამ არსებობენ შესანიშნავი რუსები“, - თქვა პარტიზანებზე ილია პონომარიოვმა.
ასევე ნახეთ ხალხის L-ი კრემლის Z-ის წინააღმდეგ - "თავისუფლების ლეგიონი" უკრაინასა და რუსეთშიპონომარიოვის მონათხრობით, „რუსეთის ეროვნული რესპუბლიკური არმია“ მას 20 აგვისტოს, აფეთქებამდე ცოტა ხნით ადრე დაუკავშირდა განცხადებით - "თვალი ადევნეთ ახალ ამბებს" და იქვე "გარკვეული მინიშნებაც" გააკეთა.
ის ამბობს, რომ პარტიზანებს ჩაფიქრებული ჰქონდათ როგორც ალექსანდრ დუგინის, ასევე დარია დუგინას აფეთქება, რადგან „მამა ტვინი იყო, ხოლო შვილი - ხელები“; პონომარიოვი ამბობს, რომ დარია დუგინას მანქანაში მამის ნაცვლად ჩაჯდა ერთი სხვა ადამიანი, „რასაც ამ დრომდე რატომღაც არ აღიარებენ“.
პონომარიოვი აცხადებს, რომ "შურისძიება" აუცილებლად გაგრძელდება.
ჯერ მხოლოდ ვერსიები
ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი ვარაუდობს, აფეთქება, ვისი მოწყობილიც არ უნდა იყოს, ადასტურებს ერთს - რომ „შეუძლებელია, რომ პროცესები თავადაც არ შეეხოს ამხელა ომის მწარმოებელ ჯგუფს" და "ისე ვერ დარჩებოდა, როგორც მანამდე, რომ ომი მათგან შორს, სადღაც იყო“.
ზოგადად, ექსპერტებს უჭირთ იმის თქმა, თუ რა განზრახვა ამოძრავებთ, მაგრამ დიდწილად თანხმდებიან, რომ აფეთქების უკან, სავარაუდოდ, რუსეთის ხელისუფლება ანდა გარკვეული სახელისუფლებო ჯგუფები დგანან.
ემიგრანტ რუს პუბლიცისტს, პოლიტიკურ ანალიტიკოსს ანდრეი პიანტკოვსკის ეჭვი არ ეპარება, რომ დარია დუგინა რუსეთის სპეცსამსახურების მსხვერპლია და მომხდარს ის განიხილავს სადამსჯელო აქტად მოკლულის მამის წინააღმდეგ, რომელსაც, სავარაუდო სცენარით, მკაფიო გაფრთხილებისთვის თავისი თვალით ანახეს „შვილის სამაგალითო დასჯა“.
და რატომ გადაემტერნენ ასე დუგინს რუსეთის სპეცსამსახურები?
მართალია, დუგინი წლების განმავლობაში პუტინის მკაფიო მეხოტბე იყო და მასზე წიგნიც კი აქვს დაწერილი, მაგრამ, პიანტკოვსკი ამბობს, რომ [რუსეთის სპეცსამსახურების ყოფილი თანამშრომლის] იგორ გირკინ-სტრელკოვის მსგავსად, ბოლო პერიოდში პუტინისთვის თავის ტკივილად იქცა მამა-შვილ დუგინების მზარდი კრიტიკა.
„დუგინი ცნობილია როგორც არაფორმალური ულტრაფაშისტური პარტიის სულიერი ბელადი რუსეთში... დუგინი პუტინს პერსონალურად არ ესხმოდა თავს, მაგრამ აშკარად შეინიშნებიდა მისი დისტანცირება პუტინისგან, რადგან ის თვლის, რომ [პუტინის მიერ] არასაკმარისად ტარდება უკრაინელების განადგურების ხაზი...
პუტინი და მისი გარემოცვა დუგინისა და მისი პარტიის პრობლემამ განსაკუთრებით შეაწუხა იმ ფონზე, როცა პუტინი, როგორც ვხედავთ, ახლა სასოწარკვეთილი ცდილობს კონფლიქტის გაყინვას - ცეცხლის შეწყვეტასა და უკრაინის თავდასხმის შეჩერებას, რათა რამე მიჰყიდოს თავის ხალხს გამარჯვებად... ამ ფონზე აუცილებლად ჩათვალა დუგინის ამ პარტიის გაჩუმება“, - ამბობს პიანტკოვსკი უკრაინულ ტელეარხ „24“-თან ინტერვიუში.
ამასთან, ანალიტიკოსს ღრმად სჯერა, რომ მოსკოვი ორი კურდღლის დაჭერას შეეცდება - ყველაფერი უკრაინას დაბრალდება. „დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყოველდღე გვაჩვენებენ კადრებს, რომ უკრაინის ქალაქებისთვის ნასროლ რაკეტებს აქვთ წარწერა - დაშასთვის [დარიასთვის]!“ - ამბობს ის.
ასევე ნახეთ დარია დუგინას მკვლელობის საქმე გახსნილია, ირწმუნება რუსეთის ეფესბეპოლიტტექტნოლოგ მიხაილ შეიტელმანის ვერსიით, შესაძლოა ეს აფეთქება იყოს სპეცსამსახურების იმ ჯგუფების ხელწერა, რომელსაც პუტინის შებოჭვა უნდათ და „გიჟური იდეებით“ მისი წამქეზებლების ჩამოშორების საჭიროებას ხედავენ. ასეთ ერთ-ერთ ადამიანად ანალიტიკოსი სწორედ დუგინს ხედავს, რომელსაც „რელიგიური ბოდვით“ შეპყრობილსა და ამ ბოდვების გამავრცელებელს უწოდებს.
„ვფიქრობ, რუსეთის სპეცსამსახურებში მყოფ ხალხს შესაძლოა მოსდომებოდათ პუტინის აზრზე მოყვანა. იქაც არიან ფხიზელი ადამიანები, რომლებიც რეალისტურად აფასებენ რუსეთის არმიის პერსპექტივებს უკრაინაში... და ამ დროს ხვდებიან, რომ პუტინი განაგრძობს ბოდვას. შესაძლოა, მათ საჭიროდ ჩათვალეს პუტინისთვის იმ ხალხის ჩამოშორება, რომლებიც ამ ბოდვაში უჭერენ მხარს... არის პრიგოჟინის ისტორია, ახლა დუგინის... ვფიქრობ, სპეცსამსახურებში პუტინის გარემოცვის წინააღმდეგ რაღაც სისტემური შეთქმულებაა“, - ამბობს ანალიტიკოსი უკრაინულ ტელეარხ „24“-თან.
შეიტელმანი არ გამორიცხავს, რომ სპეცსამსახურებს პუტინის იზოლირების ჩანაფიქრი ჰქონდეთ.
ასევე ნახეთ "აზოვის" პოლკი აცხადებს, რომ ნატალია ვოვკს არავითარი კავშირი არ ჰქონია უკრაინულ დანაყოფთან ასევე ნახეთ ვლადიმირ პუტინმა დარია დუგინას მკვლელობას „მზაკვრული დანაშაული" უწოდასაქართველოს მეოთხე პრეზიდენტის მრჩეველს საერთაშორისო საკითხებში, თენგიზ ფხალაძეს ეეჭვება „რომ რუსეთში ამ ეტაპისთვის მძლავრი პარტიზანული მოძრაობა მოქმედებს“ და, შესაბამისად, ჰგონია, რომ „ეს შესაძლოა იყოს სპეცსამსახურების მიერ მართული პროვოკაცია“.
„ეს შეიძლება პუტინმა გამოიყენოს ახალი რეპრესიებისთვის უფრო მეტად ქვეყნის შიგნით, რადგან ქვეყნის გარეთ მას ნაკლებად სჭირდება რაღაც მიზეზების მოფიქრება და კაზუს ბელის შექმნა“, - გვეუბნება თენგიზ ფხალაძე.
ამ კონტექსტში მას უცნაურად ეჩვენება ის გარემოებაც, რომ რუსეთის ხელისუფლებამ ჯერჯერობით სრული იგნორირება გაუკეთა „ეროვნული რესპუბლიკური არმიის“ აღიარებას. პონომარიოვის პორტალი "როსპარტიზანი" ამ ფაქტს იმით ხსნის, რომ - რუსეთის ხელისუფლებას ყველაზე მეტად სწორედ პარტიზანების ეშინია და ხალხს მათი იგნორირებით აჩვენებს, რომ - "სიტუაციას აკონტროლებს".
კრემლთან დაკავშირებული ცნობილი ნაციონალისტი იდეოლოგის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთ მთავარ არქიტექტორად მიჩნეულ ალექსანდრ დუგინის ქალიშვილი, 30 წლის დარია დუგინა დაიღუპა 20 აგვისტოს მოსკოვის გარეუბანში მანქანის აფეთქებისას, რომელსაც თავად მართავდა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, მანქანაში, სავარაუდოდ, ასაფეთქებელი მოწყობილობა იყო ჩადებული. დუგინა იყო „საერთაშორისო ევრაზიული მოძრაობის“ პოლიტიკური კომენტატორი.