მმართველი პარტიის ყოფილი ლიდერები, სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი, საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის საელჩოს სასამართლოსადმი კლანურობასა და ხელისუფლების მიმართ შეტევაში ადანაშაულებენ. ყოფილი თანაგუნდელების განცხადებებს, რომლებშიც აშშ-ის საელჩოს მიმართ მუდმივი ბრალდებებია, "ქართული ოცნების" ლიდერები არ ემიჯნებიან.
ასევე ნახეთ რა წერია სასამართლოზე აშშ-ის საელჩოს დოკუმენტში, რომელიც “სიმართლის მთქმელმა” დეპუტატებმა ზეწოლად აღიქვეს"ამერიკის საელჩომ საქართველოს პარლამენტს ორიოდე დღის წინ წერილობით წარუდგინა დოკუმენტი სასამართლო რეფორმის შესახებ, რომელიც დამატებით ამყარებს ჩვენს დასკვნას იმის თაობაზე, რომ საელჩოს მთელი ძალისხმევა სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტებისა და რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებისკენ არის მიმართული", - წერენ მმართველი პარტიის ყოფილი ლიდერები.
ამ წერილით იმ ბრალდებას, რომელიც "ქართული ოცნების" მიმართ არსებობს, სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი აშშ-ის საელჩოს უყენებენ და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლებისადმი კლანურ მიდგომაზე საუბრობენ.
"კლანური პრინციპების შესაბამისად, საელჩოს შერჩეული ჰყავს ათამდე ფავორიტი მოსამართლე, რომლებიც ვიზიტების, ტრენინგებისა და სემინარების დაგეგმვისას განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობენ. ზოგადად, აღნიშნული ღონისძიების ორგანიზებისას, რაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გვერდის ავლით ხორციელდება, იკვეთება დისკრიმინაციული მიდგომა, რომლის უკან ფავორიტი მოსამართლეების წრის შენარჩუნებისა და გაფართოების ინტერესი იკითხება.
აღნიშნულის გაგრძელებაა ელჩის მოულოდნელი და შეუთანხმებელი ვიზიტები სასამართლოებში, რომლებიც, ბუნებრივია, ზუსტად იგივე მიზანს ემსახურება. ეს საკითხები მკაცრ საკანონმდებლო მოწესრიგებას საჭიროებს, რათა სასამართლო სისტემაში კლანური და სელექციური მიდგომების დამკვიდრება მომავალში ვერც საელჩომ და ვერც რომელიმე სხვა დაინტერესებულმა სუბიექტმა ვერ შეძლოს", - ამბობენ პარლამენტის მოქმედი დეპუტატები.
ამავე განცხადებაში დეპუტატები მიანიშნებენ, რომ აშშ-ის საელჩო საქართველოს ხელისუფლებას მუდმივად უტევს:
"ჩვენი წინა განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, გამოიკვეთა ხელისუფლებაზე საელჩოს შეტევის ახალი ხაზი, რომელიც პირველად საელჩოს და "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლობისტის, თომას ილვესის პირით გაახმოვანეს..."
საელჩოს მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისადმი სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით მიწოდებული რეკომენდაციები, ამ ოთხეულმა "ინსტრუქციად" შეაფასა.
ასევე ნახეთ აშშ-ის საელჩოს მრჩეველი სასამართლო რეფორმის შესახებ - "თუკი გაქვს პოლიტიკური ნება, ნებისმიერი რამის გაკეთება შეგიძლია""საელჩოს მესამე ინსტრუქცია სრულიად გამაოგნებელია. საელჩო, არც მეტი არც ნაკლები, აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს სამი მოქმედი მოსამართლე - ნინო ბაქაქური, ეკატერინე გასიტაშვილი და ზურაბ ძლიერიშვილი უვადოდ უნდა იქნენ არჩეული. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ამ გადაწყვეტილებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და საქართველოს პარლამენტი იღებენ. საბჭოს და პარლამენტის მიერ კონკურსის საფუძველზე მისაღებ გადაწყვეტილებაში საელჩოს ესოდენ უხეში ჩარევა საბჭოთა ცეკასაც კი შეშურდებოდა", - წერია პარლამენტის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მმართველი პარტიიდან "სიმართლის სათქმელად" წასული დეპუტატები, რომელთა ბრალდებებსაც ხელისუფლების წარმომადგენლები არ ემიჯნებიან, აშშ-ის საელჩოს ქვეყნის მიმართ საზიანო ნაბიჯების გადადგმაში ადანაშაულებენ. საწყის ეტაპზე "ქართული ოცნებიდან" წასული ლიდერებიც და პარტიის სახეებიც ამბობდნენ, რომ ისინი კითხვებს სვამდნენ.
ასევე ნახეთ "ოცნებიდან" წასულები: სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ [აშშ-ს] საელჩოს გარეშე ნაბიჯსაც არ დგამდნენ ასევე ნახეთ სუბარი: ივანიშვილთან მისული ამერიკის ელჩი საქართველოს ჩართვას რუსეთთან ომში პირდაპირი ტექსტით არ მოითხოვდამმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" "სიმართლის თქმის" მოტივით დატოვება, მისი წევრების ნაწილმა 28 ივნისს დაიწყო. პირველები საქართველოს პარლამენტის წევრები დიმიტრი ხუნდაძე, სოზარ სუბარი და მიხეილ ყაველაშვილი იყვნენ. მათ 29 ივნისს ერთობლივ განცხადებაში აღნიშნეს, რომ "არიან დიდი ძალები", რომლებსაც ქვეყნის დესტაბილიზაცია სურთ. პარტიიდან წასვლის მიზეზად და მიზნად ამ დეპუტატებმა "საზოგადოების სიმართლით აღჭურვა" დაასახელეს.
ასევე ნახეთ "უნდა აღვჭურვოთ საზოგადოება სიმართლით" - ხუნდაძე, ყაველაშვილი და სუბარი საერთო განცხადებას ავრცელებენუფრო ადრე, 14 ივნისს, სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ყოფილი თუ მოქმედი დასავლელი მაღალჩინოსნების განცხადებები, შესაძლოა, მოსახლეობას უქმნიდეს განცდას, რომ აშშ-ის საქართველოს ომში ჩართვა სურს. დეპუტატმა დაასახელა კონკრეტული გვარებიც და თქვა, რომ მართალია, ისინი არ არიან აშშ-ის მოქმედი პოლიტიკოსები, თუმცა საზოგადოებრივი აზრის შექმნა შეუძლიათ.