ევროპარლამენტარები და საქართველოს საკონტაქტო ჯგუფის წევრები აგვისტოს ომის დაწყებიდან 14 წლის თავზე ერთობლივ წერილს ავრცელებენ, რომელშიც მხარდაჭერილია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და დაგმობილია რუსეთის მხრიდან ქვეყნის განგრძობითი უკანონო ოკუპაცია. ერთობლივ განცხადებას უერთდებიან ევროპარლამენტარები: პეტრას აუსტრევიჩიუსი, მაიკლ გალერი, მარია კალიურანდი, ანდრიუს კუბილიუსი, სვენ მიქსერი და ვიოლა ფონ კრამონი.
ასევე ნახეთ ადამ კინზინგერი საქართველოზე: 2008 წელს, მგონია, რომ მსოფლიოს ეძინა"14 წლის წინ ამ დღეს, 2008 წლის 7 აგვისტოს, საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევით რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ომი წამოიწყო. ამ ომის შედეგები ახლა აშკარად იგრძნობა მთელ ევროპაში. რუსეთის აგრესიამ, რომელიც ძირითადად დაუსჯელი დარჩა, განაპირობა ყირიმის ანექსია 2014 წელს და გაუმართლებელი და უსაფუძვლო ომი უკრაინაში 2022 წელს.
ამ დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ განგრძობად უკანონო ოკუპაციას, ე.წ. ბორდერიზაციასა და ნებისმიერ სხვა ნაბიჯს, რომელიც მიმართულია საქართველოს რეგიონების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ანექსიისკენ", - წერია ერთობლივ განცხადებაში.
ასევე ნახეთ EU-ს წარმომადგენლობა: ვგმობთ საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ძალების ყოფნას ასევე ნახეთ ჩვენ საქართველოს გვერდით ვიდგებით - აშშ-ის საელჩო აგვისტოს ომიდან 14 წლის თავზე ასევე ნახეთ საქართველო განაგრძობს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას - საგარეო სამინისტრო14 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან, რომელსაც საქართველოს მხრიდან 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 169 სამხედრო და 19 პოლიციელი ემსხვერპლა. 150 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სახლი მიეტოვებინა. დაიჭრა 1700-ზე მეტი ადამიანი.