ამ საკითხზე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ავიაციის ყოფილ ხელმძღვანელსა და მფრინავთან, შამილ ქორთოშიძესთან რადიო თავისუფლებამ ინტერვიუ ჩაწერა.
რა გგონიათ ვერტმფრენის ჩამოვარდნის მიზეზი?
ალბათ, ქარი. ქარის მიმართულება თუ შეიცვალა, შეიძლება ვერტმფრენს მიმართულება შეუცვალოს. ისედაც ახლოს იყოს კლდესთან და წამოარტყა უკანა პროპელერი.
უკანა პროპელერის დაზიანებაზე დაზუსტებით შეგვიძლია საუბარი?
წინასწარ დაზუსტებით ვერ ვიტყვით, [მაგრამ] კი. ეგ არის. შეიქმნება კომისია, ჩატარდება ძიება და "შავი ყუთი" გაიშიფრება და მაგის შემდეგ გახდება კონკრეტული მიზეზი ცნობილი.
ქარის საფრთხის თავიდან არიდება, წინასწარი გათვლით, შესაძლებელი იყო?
სამწუხაროდ, მთებში აღმავალი და დაღმავალი ქარის - ვერ განსაზღვრავ. მაქსიმალურად მიუახლოვდნენ - ქარმა მაგ სიტუაციაში შეიძლება შვეულმფრენის ოდნავ გადაადგილება მოახდინა. იმ გადაადგილებას, 5- და 10-სანტიმეტრიანს, მაღალი სიმაღლიდან ვერ განსაზღვრავ.
ისინი ცდილობდნენ როგორმე ამოეყვანათ [დაშავებულები]. წამებში შეიძლება ქარმა მიმართულება შეიცვალოს.
რა შეგიძლიათ თვითონ ვერტმფრენზე თქვათ, შეიძლებოდა მისი გამოყენება?
ფართომასშტაბიანი სამაშველო სამუშაოებისთვის ეს იდეალური ტექნიკაა. უბრალოდ, პატარა შვეულმფრენს უფრო პატარა სამოქმედო არეალი დასჭირდებოდა. არის ევროპული ტექნიკა, რომელიც გამოიყენება სამაშველო სამუშაოებისთვის - ერთი კაცის ამოსაყვანად. თუმცა ეს არის 4-5-კაციანი. როცა მაშველებისა და ექიმების გადაყვანაა საჭირო, ამისთვის პატარაა.
ვერტმფრენის გაუმართაობა გამორიცხულია.
ასევე ნახეთ ცნობილია, ვინ ისხდა იმ ვერტმფრენში, რომელიც სამაშველო ოპერაციის დროს ჩამოვარდა ასევე ნახეთ რატომ ირჩევენ ტურისტები გუდაურს და რამდენად უსაფრთხოა პარაპლანით ფრენა - ინტერვიუ