მეთიუ ბრაიზა: ელჩების დადანაშაულება, ესაა შოუ

მეთიუ ბრაიზა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში მეთიუ ბრაიზა საქართველოს წინაშე შიდა პოლიტიკურ დონეზე არსებულ მთავარ გამოწვევად მკვეთრად გამოხატულ პოლარიზაციას ასახელებს.

რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ კომენტარში ის, საქართველოში აშშ-ის ელჩისადმი გამოთქმულ კრიტიკას "სრულიად არასწორს" უწოდებს და იმ პროექტებსაც ასახელებს, რომელთა განუხორციელებლობაც მეტყველებს საქართველოს ხელისუფლების დასავლეთთან დაახლოების სურვილის ნაკლებობაზე.

ჩემი აზრით პრობლემა იმაშია, რომ საქართველოს პოლიტიკური სისტემა სრულად პოლარიზებულია და ამაში დამნაშავეა ოპოზიციაც და ხელისუფლებაც. ვფიქრობ, არ არსებობს პოლიტიკური ცენტრი, მხედველობაში მყავს გამჭრიახი, ნორმალური ადამიანები, რომლებიც საერთო ენას ერთად ეძებენ. ჩვენთან აშშ-შიც არის იგივე პრობლემა, დემოკრატები და რესპუბლიკელები მუდმივად იბრძვიან და თუკი ადამიანი ეძებს კომპრომისს ეს მოვლენა - კომპრომისი, ცუდ რამედ მიიჩნევა. ვფიქრობ, იგივე ხდება საქართველოში, ყველაფერი საქართველოს ხელშია. შესაძლოა საქართველოს ხალხმა ახალი პარტიები უნდა შექმნას, უნდა მოიძებნოს ვინმე, ვინც უპირველეს ყოვლისა ქვეყანაზე, ერზე ფიქრობს და არა თავის თავზე“,- ამბობს მეთიუ ბრაიზა.

ის საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის მიმართ ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებსაც აფასებს და ამბობს, რომ ეს არის საკუთარი წარუმატებლობის სხვებზე გადაბრალების მცდელობა და შოუ.

ასევე ნახეთ აშშ-ის სენატორები: ელჩ დეგნანზე თავდასხმები უნდა შეწყდეს

„ვსაუბრობ ახლა იმაზე, რასაც საქართველოში პოლიტიკოსები, პრემიერ-მინიტრი მაგალითად და სხვები ლაპარაკობენ. ხალხი, რომელიცქართული ოცნებიდან“ გამოვიდა სერიოზულად აკრიტიკებს ელჩ დეგნანს და ვფიქრობ ეს სრულიად არასწორია. ვფიქრობ, ნათელია, მათ იციან იმის შესახებ, რომ ქართველების 85%-ს საქართველოს ევროკავშირის წევრობა სურს და მათთვის სირცხვილია, რომ ევროკავშირმა მიიღო გადაწყვტილება, რომლის მიხდევითაც, უხეშად რომ ვთქვათ, საქართველო არაა მზად კანდიდატობისთვის, უკრაინა - დიახ, მოლდოვა - დიახ, საქართველო - არა და აი, ისინი ეძებენ ამაში შესაძლო დამნაშავეს თავის თავის გარდა. ვინც საქართველო ამ ჩიხამდე მიიყვანა, ისენი თვითონ არიან და ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი და ჩემი მეგობრები, რომლებიც არ დათანხმდნენ პარლამენტში ეკეთებინათ თავისი საქმე, რათა წარმოედგინათ მათი ამომრჩველი ქართველები. ახლა სერიოზული საქმეა გასაკეთებელი.

ახლა ის ხალხი ვინც ელჩ დეგნანს, ასევე ევროკავშირის ყოფილ ელჩს [კარლ] ჰარცელს ადანაშაულებენ, რომ მათ საკმარისი არ გააკეთეს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი ან კანდიდატი გამხდარიყო - აი ესაა ჩემი აზრით შოუ. ეს შოუა, ვინაიდან მათ იციან, რომ თავად არიან დამნაშავეები, ეს შემიძლია ვთქვა.

სასაცილოა ასევე, რომ ისინი ელჩ დეგნანს ადნაშაულებენ იმაში, რომ მას სურს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომში საქართველოს ჩართვის პროვოცირება, ეს ყველაზე სულელური იდეაა. ამერიკას, უკრაინას, ეს უბრალოდ არ სჭირდება. უკრაინული არმია შესანიშნავად იბრძვის თვითონაც ამერიკული იარაღითა და ჩვენს მოკავშირეებთან ერთად. ის რაც საჭიროა, ვაშინგტონის ხედვით, რაც ეხება საქართველოს არმიას, ესაა ის, რომ საქართველოს არმია საქართველოს იცავდეს რუსეთის ჯარებისგან, რომლებიც უკვე დაესხნენ თავს საქართველოს და ოკუპირებული აქვთ ტერიტორისს 20%“,- ამბობს ბრაიზა.

ასევე ნახეთ სამხარაძის მოსაზრებით ჰარცელს უკეთ მუშაობა შეეძლო საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად

აყოვნებს თუ არა ქვეყნის წინსვლას საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, ამ საკითხვის კომენტირებისას მეთიუ ბრაიზამ განაცხადა, რომ არ სურს საქართველოს შიდაპოლიტიკური თემების კომენტირება. თუმცა მაინც დაამატა , რომ საქართველოს მოქალაქეებმა, „როგორც ზრდასრულმა ადამინებმა უბრლად კარგი ხალხი უნდა აირჩიონ“.

რამდენად მართებულია მოსაზრება, რომ საქართველოს ხელისუფლება შეგნებულად უვლის გვერდს დასავლურ კურსს, ბრაიზა ამბობს, მსჯელობა შესაძლებელია იმ პროქტებზე დაკვირვებით, რომლებზეც ხელისუფლებამ უარი თქვა „პროექტები, რომელსაც საქართველო ევროპასთან უნდა დაეკავშირებინა, ისინი ანულირებულია და ესაა შედეგი“. ის ასახლებს მაგალითად ანაკლიის პორტის შეჩერებულ მშენებლობას და განაგრძობს, კვლავ საქართველოში აშშ-ის ელჩის შესახებ საუბარს.

როდესაც პასუხისმგებლიანი ადამიანი ადანაშაულებს ამერიკის ელჩს, რომ მას საქართველოს ომში ჩართვის პროვოცირება სურდა, ეს, ჩემი აზრით, რუსული პროპაგანდაა. რადგან ყველას თუ არა ძალიან ბევრ ქართველს სურს, რაც შეიძლება მეტად დაეხმაროს უკრაინას და თუ ადამიანი ქვეყნის არჩეული ლიდერია, რომლის მოსახლეობის 80%-ს უკრაინის მხარდაჭერა სურს და ადანაშაულებენ, ამერიკის ელჩს იმაში, რომ მასაც სურს საქართველო უკრაინას დაეხმაროს, ეს ალოგიკურია და ვფიქრობ სხვა თამაში მიდის, ეს შემიძლია გითხრათ“, - ამბობს ბრაიზა დამატებითი კონკრეტიკის გარეშე.

21 ივლისს მედიასთან საუბარში, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა, განაცხადა, რომ "როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ ახლა საქართველო და უკრაინა იყოს ერთიანი რუსული აგრესიის წინააღმდეგ. ორივე ქვეყანამ იცის, რას ნიშნავს, იყო რუსეთის მიერ ოკუპირებული და საქართველოსა და უკრაინას შორის ნებისმიერი დაყოფა ახლა რუსეთის მიზანს ემსახურება."

უკანასკლენ პერიოდში და განსაკუთრებით მას შემდეგ რაც მმართველი პარტია "ქართული ოცნება" თავდაპირველად სამმა დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა, სოზარ სუბარმა და დიმიტრი ხუნდაძემ დატოვეს, საქართველოში აშშ-ის ელჩისადმი ბრალდებების სერია დაიწყო, მათ შორის, ელჩი მოხსენიებული იყო საქართველოს ომში ჩართვის მცდელობის კონტექსტშიც.

100%-ით რუსული დეზინფორმაციაა, თითქოს, აშშ ცდილობს საქართველო ჩაითრიოს ომში, გახსნას მეორე ფრონტი, ეს განცხადება აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა 13 ივლისს გააკეთა. მსგავსი იყო ელჩის განცხადება 30 ივნისსაც.

ასევე ნახეთ დეგნანი: საქართველოს "ომში ჩართვა" არ გვსურს, ლიდერებს ვუთხარით, რომ გვესმოდა მგრძნობიარე პოზიციის
ასევე ნახეთ კობახიძის ინფორმაციით, ივანიშვილსა და დეგნანს შორის შეხვედრა მეგობრული არ ყოფილა
ასევე ნახეთ დეგნანი ივანიშვილთან შეხვედრაზე: არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს "ომში ჩართვაზე"
ასევე ნახეთ არ მინდა დავიჯერო, მაგრამ... - რას ნიშნავს აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებზე შეტევა?

ელჩზე თავდასხმას გამოეხმაურა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერიც. მან განაცხადა, რომ ელჩს ვაშინგტონის სრული მხარდაჭერა აქვს და რიტორიკა, რომელიც ხელისუფლების „ზოგიერთი“ წარმომადგენელის მხრიდან ისმის, „მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეების ამ მიზნიდან გადახვევას“.