საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ფიქრობს, რომ ქვეყნის ევროპულ მომავალს, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანია, პოლიტიკოსები აფერხებენ. მან "ინტერპრესნიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ მან რეგიონებში ადამიანებთან შეხვედრის დროს გაიგო, რომ ისინი იმედგაცრუებულები არიან პოლარიზების გამო.
"რაც მესმის ადამიანებისგან, ვისაც ვხვდები, არის ის, რომ ისინი ძალიან დაიღალნენ და იმედგაცრუებულები არიან იმ პოლარიზაციის გამო, რაზეც თქვენ საუბრობთ. საქართველოს მოქალაქეების დიდმა უმრავლესობამ აირჩია ევროპული მომავალი, უფრო დემოკრატიული, უფრო აყვავებული, უფრო უსაფრთხო მომავალი. ამ მომავალს აფერხებენ პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც უფრო მეტ დროს ხარჯავენ ერთმანეთზე თავდასხმაზე, ვიდრე საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობაზე. როგორიცაა, მაგალითად, უმუშევრობის მაღალია მაჩვენებელი, გაზრდილი ფასები და განათლება. საქართველოს პოლიტიკურმა ლიდერებმა საქართველოს გზა ევროკავშირისაკენ და ქვეყნის საუკეთესო ინტერესები მათ პარტიულ უთანხმოებაზე წინ უნდა დააყენონ", - ამბობს ელჩი.
ასევე ნახეთ დეგნანი: საქართველოს "ომში ჩართვა" არ გვსურს, ლიდერებს ვუთხარით, რომ გვესმოდა მგრძნობიარე პოზიციისმანვე აღნიშნა, რომ ერთიანობა საუკეთესო გზააწინსვლისთვის. პოლარიზების შემცირება ერთ-ერთია იმ 12 პუნქტს შორის, რომელიც საქართველომ ევროკავშირისგან რეკომენდაციების სახით მიიღო იმისთვის, რომ მიიღოს წევრობის კანდიდატის სტატუსი.
"როგორც არაერთხელ ვთქვით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ლიდერებმა გვერდზე გადადონ უთანხმოება და გაერთიანდნენ საქართველოს ხალხის ევროატლანტიკური მომავლის სახელით. იმედი მაქვს, რომ გამჭვირვალე, ინკლუზიური პროცესების მეშვეობით, სამოქალაქო საზოგადოების რეკომენდაციების ჩართულობით, მმართველი პარტია და ოპოზიციური პარტიები შეიმუშავებენ კონკრეტულ, პრაქტიკულ წინადადებებს, რომლებიც შეესაბამება ევროკავშირის რეკომენდაციებს", - ამბობს ელჩი.
ასევე ნახეთ დეგნანი ივანიშვილთან შეხვედრაზე: არასოდეს ყოფილა საუბარი საქართველოს "ომში ჩართვაზე"23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საქართველოს კი - ევროპული პერსპექტივა და განაცხადა, რომ მზადაა კანდიდატის სტატუსი მისცეს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.
ასევე ნახეთ ევროკომისიის 12 მოთხოვნა მოკლედ - რა უნდა გააკეთოს საქართველომ, EU-ს კანდიდატის სტატუსის მისაღებად