ოპოზიციაში გადასული საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, მმართველი პარტიის, რომლის ლიდერიც თავადაც იყო, დამფუძნებლის გავრცელებული განცხადების შინაარსს სამწუხაროს უწოდებს. მან მედიასთან ამ საკითხზე მცირე კომენტარი გააკეთა.
"სამწუხაროა ეს ყველაფერი. საკუთარ პერსონალურ ინტერესებში ქვეყნის მომავლით ვაჭრობამდეც მივედით და ასე იმსხვრევა მითები", - თქვა გახარიამ.
დღეს, 27 ივლისს ბიძინა ივანიშვილის ინტრესების დამცველმა იურიდიულმა კომპანიამ - MKD-მ მისი სახელით განცხადება გაავრცელა. წერილის მთავარი აქცენტები იყო მმართველი პარტიის გადადგმული ნაბიჯები, "ომში ჩართვა" და აშშ-ის ელჩთან შეხვედრა.
ასევე ნახეთ ბიძინა ივანიშვილის წერილი: აშშ-ის ელჩთან შეხვედრაზე, "ომში ჩართვასა" და პარტიაზეამ წერილის მიხედვით, ივანიშვილი საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანის სურვილით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შეხვდა.
ასევე ნახეთ ივანიშვილი ამბობს, რომ კელი დეგნანს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ შეხვდაამავე წერილის მიხედვით, მისი პოზიცია ქვეყნის "ომში ჩართვაზე" მმართველი პარტიის პოზიციას ემთხვევა და მიიჩნევს, რომ ეს საკითხი დღემდე აქტუალურია.
ასევე ნახეთ ბიძინა ივანიშვილი აზრი "ომში ჩართვაზე" "ქართული ოცნების" პოზიციას ემთხვევა"ომში ჩართვაზე" საუბრის შემდეგ მან ყურადღება გაამახვილა მის პირად პრობლემაზე შვეიცარულ ბანკთან და ეს საქართველოს დაუკავშირა.
ასევე ნახეთ ივანიშვილის თქმით, მის პირად პრობლემას შვეიცარულ ბანკთან საქართველოსთან კავშირი აქვს