შვეიცარულ კომპანია Credit Suisse-თან დავაში ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის ინტერესების დამცველი იურიდიული კომპანია KMD განცხადებით ეხმაურება რადიო თავისუფლების ინტერვიუს ბერნარდ ოდენალთან, შვეიცარიული საგამოძიებო ჯგუფის, „ტამედიას” ჟურნალისტთან.
რადიო თავისუფლებასთან მან ისაუბრა იმაზე თუ რა იცის შვეიცარიის მედიამ ივანიშვილის შვეიცარიულ ბანკთან უთანხმოებაზე და უპასუხა მათ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ შვეიცარიული მედია არ ინტერესდება პრესრელიზებით, რომელშიც Credit Suisse-ის მხრიდან უხეშ დარღვევებზე საუბრობენ.
„სამწუხაროდ, ბატონი ოდენალი ცდება, როდესაც აცხადებს, რომ შვეიცარიული მედიის მიერ არ მომხდარა ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაციის იგნორირება. აღნიშნულს ადასტურებს ვრცელი მიმოწერები სხვადასხვა მედია ჯგუფის წარმომადგენლებთან. მიუხედავად მჭიდრო კომუნიკაციისა, დღემდე არ გამოქვეყნებულა არცერთი სტატია და არ მომზადებულა არცერთი სიუჟეტი იმ გარემოებათა ირგვლივ, რაზეც ჩვენგან კეთდებოდა აქცენტი“,- წერია MKD-ს განცხადებაში.
ასევე ნახეთ “შვეიცარიული მედიის უყურადღებობაზე საუბარი სრული აბსურდია” - ბერნარდ ოდენალი „ივანიშვილი v.s. Credit Suisse”-ს საქმეზეორგანიზაციაში იმასაც ამბობენ, რომ ინტერესის შემთხვევაში, მზად არიან ოდენალს საჭირო ინფორმაცია მოაწოდონ, „რათა მან თავად შეძლოს საკითხის ობიექტურად განსჯა“ და ასევე მზად არიან მასთან სათანამშრომშრომლოდ,"თუკი თავად გადაწყვეტს საკითხის გაშუქებას“ .
ბერნარდ ოდენალმა რადიო თავისუფლების კითხვაზე, რომ შვეიცარიული მედია არ ინტერესდება ბიძინა ივანიშვილის ინტერესების დამცველი იურიდიული ფორმის პრესრელიზებით, უპასუხა რომ ეჭვი ეპარება მედიებს, რომელთანაც ის თანამშრომლობს ქართული მხარისგან რაიმე პრესრელიზი მიეღოთ.
"არ მგონია, რომ შვეიცარიულმა მედიამ, ყოველშემთხვევაში იმ გამოცემებმა, რომლებთანაც მე ვთანამშრომლობ, მართლაც მიიღეს რაიმე პრესრელიზი ქართული მხარისგან. თანაც ეს არც დასჭირდებოდათ, რადგან ივანიშვილს და მის გუნდს ერთობ ცნობილი შვეიცარიელი ლობისტი ჰყავთ დაქირავებული - შვეიცარიის ყოფილი ელჩი გერმანიაში, თომას ბორერი. დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი ბორერი მიაწოდებდა მსგავს ინფორმაციას შვეიცარიულ მედიას. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ასეთი ინფორმაციისათვის იგნორირება არ გაგვიკეთებია. ასე რომ, არ მესმის, რას ეყრდნობა ქართული ფირმის პრეტენზიები", - განაცხადა მან.
ასევე ნახეთ შვეიცარიული მედია ივანიშვილის პოზიციით არ დაინტერესდა - „ქართული ოცნების" დამფუძნებლის იურისტები უკმაყოფილოები არიან„ემ-ქეი-დი“ 25 ივლისის წერილში უკმაყოფილებას გამოხატავდა იმით, რომ შვეიცარიული მედია არ დაინტერესდა 7 ივლისს მათ მიერ Credit Suisse-ის საკითხზე გამოქვეყნებული პრესრელიზით. რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის რეზოლუციას, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების საკითხის განხილვასთან დაკავშირებით. როგორც „ემ-ქეი-დი“ მიუთითებდა, ივანიშვილის წინააღმდეგ შვეიცარიულმა ბანკმა ზომები სწორედ, ამ დოკუმენტის საფუძველზე მიიღო.
ევროპარლამენტის რეზოლუციის საკითხზე 18 ივლისს, ღია წერილით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტს ურზულა ფონ დერ ლაიენს.
ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ს განცდილი ფინანსური ზარალის გამო ედავება.