სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის შვილი, ნინო გოგაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ მისი მამის დაკავების დროს სამართალდამცავებმა იარაღი და ისეთი ელექტრონული მოწყობილობები "ჩაუდეს", რომელზეც ინფორმაციის შენახვაა შესაძლებელი. სოსო გოგაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ დეტალებზე ადვოკატის აყვანის შემდეგ ისაუბრებენ
"ვარაზის ქუჩაზე ჩაგვიდეს იარაღი, მატერიალური დოკუმენტაცია და სხვადასხვა ინფორმაციის მატარებელი ნივთები. ამას დედაჩემიც და დეიდაჩემიც შეესწრნენ და უთხრეს, რას აკეთებდნენ. მათ ძალადობრივად გადაუგრიხეს ხელები და ჩამოიყვანეს ქვემოთ. მერე ერთმანეთს უთხრეს, რომ "საჩუქარი ადგილზეა" და პრემიებსაც მიიღებდნენ. მოგვიანებით დეტალურად ვისაუბრებთ", - უთხრა რადიო თავისუფლებას ნინო გოგაშვილმა.
მისივე თქმით, სოსო გოგაშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება), 157-ე (პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა) და 236-ე (იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება) მუხლებით დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჟურნალისტებს მხოლოდ მცირე კომენტარს აძლევენ.
ასევე ნახეთ სუს-ის პირველი კომენტარი: სოსო გოგაშვილის დაკავება გარდაუვალი იყო13 ივლისს ტელეკომპანია „იმედისა“ და "მაესტროს" ეთერში გავიდა გიორგი გაჩეჩილაძის, „უცნობის“, გადაცემა. მან საზოგადოებას მოასმენინა "მთავარი არხის" რედაქციაში ფარული მიყურადების გზით მოპოვებული ჩანაწერი და ეს იმით ახსნა, რომ სურდა ემხილა, როგორი არაეთიკური ხალხი მუშაობს კრიტიკულ მედიაში. ჩანაწერის გავრცელებით გამჟღავნდა წყაროც, რომელიც სამ ნაციონალურ მაუწყებელს სუს-ის მიერ ფარულად ჩაწერილ დოკუმენტებს აძლევდა.
ორწუთიან საუბარში ისმის 4 ადამიანის ხმა, ოთხივე "მთავარი არხის" გადაცემა "პოსტ ფაქტუმის" თანამშრომელია. ირკვევა, რომ იგეგმება გადაცემა იმაზე, თუ როგორ ათავისუფლებდა „ქართული ოცნება“ მსჯავრდადებულებს წინასაარჩევნოდ, არჩევნებში მათი და მათი ახლობლების ხმების სანაცვლოდ. ჩანაწერში გადაცემის წამყვანი გიორგი გაბუნია, პროდიუსერი ეკა სარია და ჟურნალისტები გიორგი გვიშიანი და ლაშა კვესელაძე საუბრობენ დოკუმენტებზე, რომლებიც გაბუნიას სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა მისცა. ჩანაწერიდან ირკვევა ისიც, რომ სოსო გოგაშვილი არა მხოლოდ გაბუნიას წყაროა, არამედ ჩანაწერებს აძლევს "ფორმულაში" გიორგი თარგამაძეს, "ტვ პირველში" კი - ნოდარ მელაძეს.
"ტელეკომპანია "მთავარი არხის" გადაცემა Post Factum-ის წამყვანი გიორგი გაბუნია და ამავე გადაცემის თანამშრომლები განიხილავენ სოსო გოგაშვილის მიერ მათთვის მიწოდებულ მასალას სათაურით - "საიდუმლო ფაილები პირდაპირ სუს-ის კომპიუტერებიდან - პირობითი მსჯავრდადებულების გრძელი სია, რომლებსაც "ქართული ოცნება" სასჯელისგან ათავისუფლებს და მათ შემდეგ საკუთარი მიზნებისთვის იყენებს", - ასე წარადგინა ჰქონდა "უცნობის" გადაცემაში ამ ჩანაწერებს.
უცნობია, გოგაშვილის დაკავება უკავშირდება თუ არ ამ ჩანაწერების გავრცელებას.
ასევე ნახეთ ისევ გვისმენენ… ნიუსრუმებშიცამ ჩანაწერის გავრცელების შემდეგ სოსო გოგაშვილი ფეისბუკის გვერდზე წერდა, რომ 2021 წლის ოქტომბერში შეიტყო საპარლამენტო არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი დამატებითი მტკიცებულებების შესახებ, "დიდი ფიქრის შემდეგ“ კი გადაწყვიტა, "ეს სამუდამოდ დაემთავრებინა" და თავადაც ეგო პასუხი იმ ყველაფერზე, "რა უკანონობის მონაწილეც" იყო.
ასევე ნახეთ სოსო გოგაშვილი "ოცნებას": აქამდე თქვენ მიერ გაფუჭებული და აქოთებული ძალიან ბევრი საქმე შემატენეთ