სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილის, სოსო გოგაშვილის შვილის სახლიდან ელექტრონული მოწყობილობები, მათ შორის, ლეპტოპი და WiFi-ის მოწყობილობა დალუქეს და ამოიღეს. ვიდეომასალას, რომელშიც ეს პროცესია ასახული, სოსო გოგაშვილის შვილი, ნინი გოგაშვილი ავრცელებს.
სოსო გოგაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია წუხელ გვიან ღამით გავრცელდა. საგამოძიებო უწყებები ამ დრომდე არ აძლევენ ჟურნალისტებს რაიმე სახის ინფორმაციას ამ საქმეზე. სოსო გოგაშვილის ცოლის გადაღებულ ვიდეოში, ჩანდა, როგორ შევიდა ნიღბიანი რამდენიმე ადამიანი მისი ქმრის დასაკავებლად.
ასევე ნახეთ გავრცელებული ინფორმაციით, სოსო გოგაშვილი დააკავეს"მოსამართლის განჩინებაა, რომ ამ მისამართზე ჩატარდეს ჩხრეკა, რათა აღმოჩენილი და ამოღებული იქნეს კანონსაწინააღმდეგო ნივთები. კონკრეტულად, ელექტრომოწყობილობები, ნოუთბუქი და ა.შ..." - უთხრა საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელმა, გაიოზ დიდიამ ნინი გოგაშვილს.
ნინი გოგაშვილი წინააღმდეგი იყო, დაელუქათ მისი პირადი მოხმარების ნივთები და საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებს ეუბნებოდა:
"მამაჩემს ეს ლეპტოპი როგორ უნდა გამოეყენებინა, ცალკე ვცხოვრობ, დამოუკიდებელი ადამიანი ვარ. მე სრულწლოვანი ვარ, 27 წლის ვარ, დამოუკიდებელი ადამიანი - მოსამართლის განჩინებაში არ გიწერიათ, რომ ნინო გოგაშვილის ლეპტოპი წაიღეთო".
ამ დრომდე არ არის ცნობილი, დასტურდება თუ არა სოსო გოგაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია და ის გადაყვანილია თუ არა საკუთარი სახლიდან.
"დედაჩემი, მამაჩემი, ჩემი 10 წლის ძმა პეტრე და ჩემი 4 წლის ძმისშვილი, სავარაუდოდ, ამ დრომდე ისევ სახლში იმყოფებიან, იარაღით აღჭურვილ პირებთან ერთად. არავის არ აძლევენ შესვლის უფლებას, არ გვინახავს როგორ არიან. 8 საათის განმავლობაში იმყოფებიან ასე", - დაწერა დილით სოსო გოგაშვილის შვილმა, ნინი გოგაშვილმა ფეისბუკზე.
13 ივლისს ტელეკომპანია „იმედისა“ და "მაესტროს" ეთერში გავიდა გიორგი გაჩეჩილაძის, „უცნობის“, გადაცემა. მან საზოგადოებას მოასმენინა "მთავარი არხის" რედაქციაში ფარული მიყურადების გზით მოპოვებული ჩანაწერი და ეს იმით ახსნა, რომ სურდა ემხილა, როგორი არაეთიკური ხალხი მუშაობს კრიტიკულ მედიაში. ჩანაწერის გავრცელებით გამჟღავნდა წყაროც, რომელიც სამ ნაციონალურ მაუწყებელს სუს-ის მიერ ფარულად ჩაწერილ დოკუმენტებს აძლევდა.
ორწუთიან საუბარში ისმის 4 ადამიანის ხმა, ოთხივე "მთავარი არხის" გადაცემა "პოსტ ფაქტუმის" თანამშრომელია. ირკვევა, რომ იგეგმება გადაცემა იმაზე, თუ როგორ ათავისუფლებდა „ქართული ოცნება“ მსჯავრდადებულებს წინასაარჩევნოდ, არჩევნებში მათი და მათი ახლობლების ხმების სანაცვლოდ. ჩანაწერში გადაცემის წამყვანი გიორგი გაბუნია, პროდიუსერი ეკა სარია და ჟურნალისტები გიორგი გვიშიანი და ლაშა კვესელაძე საუბრობენ დოკუმენტებზე, რომლებიც გაბუნიას სუს-ის ხელმძღვანელის ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა მისცა. ჩანაწერიდან ირკვევა ისიც, რომ სოსო გოგაშვილი არა მხოლოდ გაბუნიას წყაროა, არამედ ჩანაწერებს აძლევს "ფორმულაში" გიორგი თარგამაძეს, "ტვ პირველში" კი - ნოდარ მელაძეს.
"ტელეკომპანია "მთავარი არხის" გადაცემა Post Factum-ის წამყვანი გიორგი გაბუნია და ამავე გადაცემის თანამშრომლები განიხილავენ სოსო გოგაშვილის მიერ მათთვის მიწოდებულ მასალას სათაურით - "საიდუმლო ფაილები პირდაპირ სუს-ის კომპიუტერებიდან - პირობითი მსჯავრდადებულების გრძელი სია, რომლებსაც "ქართული ოცნება" სასჯელისგან ათავისუფლებს და მათ შემდეგ საკუთარი მიზნებისთვის იყენებს", - ასე წარადგინა ჰქონდა "უცნობის" გადაცემაში ამ ჩანაწერებს.
უცნობია, გოგაშვილის დაკავება უკავშირდება თუ არ ამ ჩანაწერების გავრცელებას.
ასევე ნახეთ ისევ გვისმენენ… ნიუსრუმებშიცამ ჩანაწერის გავრცელების შემდეგ სოსო გოგაშვილი ფეისბუკის გვერდზე წერდა, რომ 2021 წლის ოქტომბერში შეიტყო საპარლამენტო არჩევნების გაყალბების დამადასტურებელი დამატებითი მტკიცებულებების შესახებ, "დიდი ფიქრის შემდეგ“ კი გადაწყვიტა, "ეს სამუდამოდ დაემთავრებინა" და თავადაც ეგო პასუხი იმ ყველაფერზე, "რა უკანონობის მონაწილეც" იყო.
ასევე ნახეთ სოსო გოგაშვილი "ოცნებას": აქამდე თქვენ მიერ გაფუჭებული და აქოთებული ძალიან ბევრი საქმე შემატენეთ